ნადალმა რომი მეათედ მოიგო, სვიატეკმა პლისკოვას 1 გეიმიც არ მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 16 მაისს, რომში გამართული 1000-ქულიანი ტურნირი დიდებული ფინალით დასრულდა. ერთმანეთს ესპანელი რაფაელ ნადალი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა დაძაბული გამოდგა, გამარჯვებული კი რაფა გამოდგა, რომელმაც ATP-ის რეიტინგის პირველი ნომერი 7:5 1:6 6:3 დაამარცხა და რომის ტურნირის ტიტულს მეათედ დაეუფლა.


რაც შეეხება ქალთა ტურნირს, ფინალში პოლონელი იგა სვიატეკი და ჩეხი კაროლინა პლისკოვა დაუპირისპირდნენ. პოლონელმა ჩოგბურთელმა მეტოქე 6:0 6:0 გაანადგურა, შეხვედრა კი 45 წუთში დაასრულა. აღსანიშნავია, რომ პლისკოვამ სულ რაღაც 13 ქულის მოპოვება
მოახერხა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი შედეგია.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული