"ნეკა ჯერ ბასილაშვილის ოჯახმა დატანჯა, შემდეგ ფანებმა" - ბაია პატარაია

AutoSharing Option
უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალური ქსელის მეშვეობით ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნელი დოროყაშვილის სასამართლო დავას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

ჩვენ პატარაიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ბასილაშვილების ოჯახმა რა ჯოჯოხეთი გამოატარა ნეკას ბოლო სასამართლო სხდომიდანაც ჩანს: თავზე საჭმლის დასხმა, მუდმივი კონტროლი (საძინებელში ჩართული ვიდეოთვალით), ახალნამშობიარების გიჟად შერაცხვით და სხვა. ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ადასტურებს ტანჯვას, რასაც მსხვერპლი განიცდიდა უშუალოდ ნიკას მხრიდან. (სასამართლოზე ექსპერტის დაკითხვის ინფოს კომენტარში ჩავაგდებ).

ეს ქალი ჯერ ამ ოჯახმა დატანჯა და მერე ბასილაშვილის აჟიტირებულმა ფანებმა გადაჯეგეს. ბოლოს როცა ვესაუბრე ნეკას,მითხრა, რომ აუცილებლად დაამტკიცებდა საკუთარ
სიმართლეს, რადგან ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელება სურდა.

რა უსაფუძვლოდ სჯერათ ვარსკვლავის და როგორ იმეტებენ მსხვერპლ ქალს, რომელსაც სასამართლოს ორდერები და ექსპერტიზის დასკვნები უჭირავს ხელში", - წერს პატარაია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ყოველ ტურნირზე გამოსვლის წინ,რომ გამოდიხართ და ახალ ახალ ბრალდებებს ქათმებივით კაკანებთ,მაგას რა ჰქვია?ფზიქოლოგიური ზეწოლა,სხვა რა არის?მიზზნად დაისახეთ რაც აქვს,ის მთლიანად წაართვათ და რისი შოვნაც ახლა შეუძლია,ამაში ხელი შეუშალოთ..ასე არ არის?ცენზურა რომ არ იყოს,ვიცი რასაც გეტყოდით,მეც და სხვა გულშემატკივრებიც,მაგრამ თავშეკავებულად დაწერილსაც კი,მეტწილად ბლოკავენ.ქალს შეურაცხყოფას გვაყენებენო, იტყვით.მაგრამ რომელი ხართ ქალი?ქალის ფუტლიარში მჯდომი აფთრები ხართ, ორივენი.
სოსო
21:50 30-05-2021
3
ბაია პატარაიას ნამდვილი სახელი გავიგე ხალხო. შემოკლებული ყოფილა თურმე.. არა არა .. რა ბაბუცა?.. ბა-ბაია-გა
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული