შეხვედრა, რომლის გამოც საფრანგეთის მთავრობამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 11 ივნისს საფრანგეთში გამართულ როლან გაროსის ტურნირზე 2 ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.

ცენტრალური დაპირისპირება ნოვაკ ჯოკოვიჩსა და რაფაელ ნადალს შორის შედგა. სერბმა ჩოგბურთელმა 3:6 6:3 7:6 6:2 იმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბერძენი სტეფანოს ციციპასი იქნება.

შეხვედრას მთელი თამაში ემოციური ფონი დაკრავდა, 13 გზის ჩემპიონი რკინის ნერვების მქონე ადამიანის წინააღმდეგ. საბოლოოდ, საფრანგეთის მთავრობამ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო და კორტზე დამსწრე საზოგადოებას კომენდანტის საათი მოუხსნა, რათა რაიმე ფაქტს ეს დიდებული შეხვედრა არ შეეჩერებინა.

მეორე დაპირისპირებაში სტეფანოს ციციპასი
ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდა და 6:3 6:3 4:6 4:6 6:3 იმარჯვა. ჩაგდებული ორი სეტის შემდეგ გერმანელმა თითოს თავის ჩოგბურთი იპოვა, თუმცა ბერძენმა ყველაფრის გამოსწორება და მნიშვნელოვან მომენტში მომატება შეძლო.

ამრიგად, ჯოკოვიჩისა და ციციპასის ფინალური დაპირისპირება 13 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.


მკითხველის კომენტარები / 5 /
არ მოხსნიდნენ კომენდანტის საათს და მაგათი აჯობებდა ! დედებს მოუკუპრავდნენ ქუჩაში გამოვიდოდა ყველა DD
ზურა222
00:16 13-06-2021
0
წარმოიდგინე შუაგულ ევროპაში სადაც კანონი უზენაესია გამონაკლისი დაუშვეს და კომენდანტი მოხსნეს და ჩვენ მაკედონიასთან მოედანზე შეშვებას ვინ ჩივის, 9 საათის შემდეგ ჯარიმები დაწერეს.ბევრი რამ შეიძლება ვაპატიო ამ მთავრობას,მაგრამ ამას არასოდეს არ ვაპატიებ. ეს იყო ნამდვილი გულშემატკივარის ოცნება და ეს ოცნება მოგვპარეს რაღაც ტალღებით და კოვიდ ფერდობებით
სამწუხაროდ
22:13 12-06-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული