23 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღეს დისტანციურად ნელი დოროყაშვილის მეჯვარე სოფიო შარაშენიძე დაიკითხა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"თარიღი არ მახსოვს ზუსტად, დავურეკე და მოვიკითხე [ნეკა]. ვკითხე, რა მოხდა-მეთქი, მან კი მითხრა, რომ ნიკასთან ვიჩხუბე და მივდივარ აღმაშენებელზე, რომ შევხვდე და ვისაუბროო… გავიდა რამდენიმე საათი. რომ არ დარეკა, მე შევეხმიანე. ტელეფონში ტიროდა ძალიან და მთხოვა, რომ მივსულიყავი მათ სახლში აღმაშენებელზე.

რომ მივედი, დივანზე იწვა და ტიროდა. ვკითხე, რა მოხდა და როგორ მოხდა-მეთქი. მითხრა, მე და ნიკამ ვისაუბრეთ და, სამწუხაროდ, შერიგება ვერ მოხერხდაო. ვკითხე, რას ეხება კონფლიქტი… ვუთხარი, რომ ესაუბრათ… თუმცა არ მისმენდა, იმდენად ტიროდა. ვეცადე, რომ ჩავძიებოდი, მეკითხა, რა მოხდა. ნეკამ მითხრა, ამერიკაში მომაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფაო".

სოფიო შარაშენიძე იხსენებს, რომ ამის შემდეგ თავად შეხვდა ნიკოლოზ ბასილაშვილს და მომხდართან დაკავშირებით მასაც ესაუბრა. ამის პარალელურად კი ნეკა დოროყაშვილი ფალიაშვილის ქუჩაზე, დედის სახლში დაბრუნდა.

ქალი, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის კითხვებზე პასუხისას აცხადებს, რომ პირადად არასდროს შესწრებია, თუმცა იხსენებს ერთ ეპიზოდს: როგორც ქალი ჰყვება, დოროყაშვილისა და ბასილაშვილის თანაცხოვრების დროს ერთხელ მათთან სტუმრობა მოუწია. შარაშენიძე ამბობს, რომ სახლი უჩვეულოდ არეული იყო, განსაკუთრებით კი, სამზარეულო. რაღაც პერიოდის შემდეგ ბინაში ბასილაშვილიც დაბრუნდა — მას და დოროყაშვილს კი შემდგომ დაძაბული საუბარი ჰქონდათ სამზარეულოში.

საუბრის შინაარსს ქალი ვერ იხსენებს. ამბობს, რომ არ უნდოდა სიტუაციაში ჩარევა, ხოლო სხვა ოთახიდან ხმა არც ისე კარგად ისმოდა.

მოწმე ასევე იხსენებს მაისის მოვლენებს. ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს, მას შემდეგ, რაც დოროყაშვილმა პოლიცია და სასწრაფო სარაჯიშვილის გამზირზე, თბილისში, ე.წ. ხელოსნების ქალაქის დასახლებასთან გამოიძახა. იქ შვილთან ერთად იყო და, როგორც თავად ქალი ამბობდა, მას ყოფილმა მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ყოფილმა მამამთილმა კი – სიტყვიერი.

დაცვის მხარის კითხვებზე, რომლებიც ნელი დოროყაშვილის ფინანსებს ეხებოდა, სოფიო შარაშენიძე ამბობს, რომ ქალს ჰქონდა თავისი პატარა ბიზნესი, ასევე, დამატებითი შემოსავალი სამოდელო კარიერიდანაც.

„არ ვიცი, რომელი წელი იყო, თუმცა ვიცი, რომ საოჯახო საბანკო ბარათი გვაქვს და ამ კარტის დაბლოკვა მოჰყვაო... მგონი, განქორწინებულები არ იყვნენ ამ პერიოდში“, — ამბობს ის.

სხდომის შემდგომ დოროყაშვილის დამცველი ორგანიზაციის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] წარმომადგენელმა თამარ გაბოძემ განმარტა, რომ საუბარია განქორწინებამდე პერიოდზე, იმ დროზე, როდესაც დოროყაშვილს საოჯახო საბანკო ანგარიშის ბარათი უეცრად დაებლოკა.

წყარო: Netgazeti.ge

გიორგი-ს!
რად უნდა გაგება, ეგრეა და!
გიორგი
ამას ჰქვია მოწმე? თუ ცილისმწამებელი.
სიმართლე-ს!
აბა გოგო!
რა ვიცი
ერთი ძველი გამონათქვამი გამახსენდა: "ცოლ-ქმრის ლაპარაკი, გამვლელს ჩხუბი ეგონაო" - ხოდა, ცოტა მორიდება იქონიეთ, როცა ვიღაცას იმაში სდებთ ბრალს, რაც საკუთარი თვალი აქ გინახავთ.
თამო
ვერ გავიგე რას ბოდიალობს ეს მოწმე.. ანუ რომ შერიგებოდა ის ძველი ამერიკაში სიტყვიერი ა ფიზიკური ძალადობა ოქეი იქნებოდა და რახანც არ შეურიგდა დაიგრუზა და დაიხვია ხელზე ეგ ყველაფერი?
*გიორგი
თქვენ უკრაინელი და რუსი სპორცმენის ცოლები არ გინახავთ, ქმრების ფულებით როგორ გულაობენ,მათ შორის ქართველების,დოროყაშვილი მოსატანიც არ არის
gega
ფულზე დახამებული კეკელკა
გიორგი
მეც ესე გავიგე.
სპორტის ქომაგი
რა საშიში შესახედაობა აქვს ამ გოგოს
ბოკინიო
ვერაფერი ვერ გავიგე ამ მოწმის ჩვენებიდან. ესეიგი ნიკამ იძალადა ამერიკაში და ნეკა მივიდა გთხოვ შემირიგდიო? მაგრამ ნიკამ უარი უთხრა. რა ლოგიკააა? თუ ცემდა რაღა უნდოდა ეგეთ კაცთან?
დათო
... თურმე , ამ პროცესში, ოქროს მოწმე არის არსების ბაბო გულნაზი!!!))) ბოლომდე არ ენდობიან, იმიტომ , რომ ბაბო მხარს ნიკას უჭერს!!!)))
დათო
... არ იციან ალბათ, რომ ისტბურნში უარი განაცხადა მონაწილეობაზე!!!)))
dd
მრჩება შთაბეჭდილება რომ აქ მთავარი არის ფული და ქონება .მოწმე საუბრობს სიზმარში ნამყოფი ადამიანივით .
სიმართლე
რა მარაზმი ქალიცაა ეს დოროყა თვალებზეც ეტყობა. გამომძალველი აფერისტი

აბა ფული რატომ მოითხოვა? და თან დაუსაბუთებელი ხარჯებისთვის. თავის თავი თვითონ გაყიდა რომ მარტო ფული აინტერესებდა და ბასილამაც ვეღარ მოიცილა. შესასწავლია ამ გოგოს ფინანსების ამბავი რაში ხარჯავდა და ყვეალფერს პასუხი გაეცემა.
lia
ანუ არც ძალადობის კვალი არ ჰქონდა, რასაც ამბობენ, მხოლოდ იმ ქალის მონათხრობს, ბარათი თუ დაებლოკა, ნახონ რამდენს და რაში ხარჯა.. მოკლედ, როგორც ჩანს, მხოლოდ ამ ქალის მონათხრობებზეა აგებული ყველა ბრალდება… სამზარეულო არეული რატო იყო და ალბათ არ ალაგებდა! დამტვრეული იყოო რამე არ უთქვამს… მოკლედ,აქედან ჩემი აზრით ჩანს მხოლოდ ფულზე დახარბებული ხალხი და მიჩვეული საოჯახო ბარათებით სარგებლის მიუღებელობის შიში...და კიდეს ეს ბიზნესი ვისი შეძენილი ქონებითაა წამოწყებული, საინტერესოა ესეც
დავიდუსი
ამ ანგელოზ გოგოს რამდენი უბედურება გადაუტანია?? მე მესმის რაც შეიძლება მეტ დაჩაგრულად უნდა მოაჩვენოს საზოგადოებას თავი,რას უძლებდა, უბრალოდ ეს ყველაფერი სირცხვილია ფულის გულისთვის რაებს არ კადრულობს,ხალიავა ცხოვრებაზე იყო მიჩვეული რას იზამ.
dato
ეს მაგარი მოწმეები ყავთ, არ შევსწრებივარ მაგრამ ხალადობდა. თუ არ შესწრებიხარ რა იცი. კაროჩე რა ხალხს სინდისი არ ააქვთ ამათი ...... რა

ამ ცხოვრებაში თუ მარტო ფული ანათებს ამ გოგოს გზას,ცუდათ დაამთავრებს,შვილზე,მითუმეტეს ვაჟი გყავთ,შვილის მომავალ იმიჯზე იფიქრე ქალბატონო!
რამო
არავის ფიზიკური ძალადობა არ უნახავს, ყველა მარტო არეულ სახლს და ხმამაღალ საუბარს იხსენებს.არ შეილება რო ქალია თვითონ ფეხებზემკიდია და არ აინტერესებდა ქმარ-შვილი?!
სოსო
აბა,რომელ ტურნირში ჩაერთო,ნიკა ბასილაშვილი?ხომ უნდა მოუწამლონ განწყობა.
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
2-წლიანი პროცესი დასრულებულია - სასამართლომ ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
"500 ათასი დოლარი მინდაო, ვაკეში სახლი თავისი პარკინგებითო და ასევე..." - რა მოთხოვნები ჰქონდა დოროყაშვილს ბასილაშვილთან დაშორების შემდეგ
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
"როდესაც ნიკამ ნელი გამაცნო, დავინახე, რომ... სამწუხაროდ, ვერაფერს შევცვლიდი..." - რას წერს ბასილაშვილის მოძღვარი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ
ბასილაშვილისთვის 2022 წლის სეზონი თითქმის დასრულდა - რას აცხადებს ჩოგბურთელის ადვოკატი
ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა
"დედას გიტირებთ, დაგაჩოქებთო... ნიკა მეუბნებოდა, მემუქრებაო..." - რა თქვა სასამართლოზე ბასილაშვილის ძმამ