"ნეკას დავურეკე, ის ტიროდა და მთხოვა, რომ..." - რა განაცხადა სასამართლოზე ნელი დოროყაშვილის მეჯვარემ

AutoSharing Option
23 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღეს დისტანციურად ნელი დოროყაშვილის მეჯვარე სოფიო შარაშენიძე დაიკითხა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"თარიღი არ მახსოვს ზუსტად, დავურეკე და მოვიკითხე [ნეკა]. ვკითხე, რა მოხდა-მეთქი, მან კი მითხრა, რომ ნიკასთან ვიჩხუბე და მივდივარ აღმაშენებელზე, რომ შევხვდე და ვისაუბროო… გავიდა რამდენიმე საათი. რომ არ დარეკა, მე შევეხმიანე. ტელეფონში ტიროდა ძალიან და მთხოვა, რომ მივსულიყავი მათ სახლში აღმაშენებელზე.

რომ მივედი, დივანზე იწვა
და ტიროდა. ვკითხე, რა მოხდა და როგორ მოხდა-მეთქი. მითხრა, მე და ნიკამ ვისაუბრეთ და, სამწუხაროდ, შერიგება ვერ მოხერხდაო. ვკითხე, რას ეხება კონფლიქტი… ვუთხარი, რომ ესაუბრათ… თუმცა არ მისმენდა, იმდენად ტიროდა. ვეცადე, რომ ჩავძიებოდი, მეკითხა, რა მოხდა. ნეკამ მითხრა, ამერიკაში მომაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფაო".

სოფიო შარაშენიძე იხსენებს, რომ ამის შემდეგ თავად შეხვდა ნიკოლოზ ბასილაშვილს და მომხდართან დაკავშირებით მასაც ესაუბრა. ამის პარალელურად კი ნეკა დოროყაშვილი ფალიაშვილის ქუჩაზე, დედის სახლში დაბრუნდა.

ქალი, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის კითხვებზე პასუხისას აცხადებს, რომ პირადად არასდროს შესწრებია, თუმცა იხსენებს ერთ ეპიზოდს: როგორც ქალი ჰყვება, დოროყაშვილისა და ბასილაშვილის თანაცხოვრების დროს ერთხელ მათთან სტუმრობა მოუწია. შარაშენიძე ამბობს, რომ სახლი უჩვეულოდ არეული იყო, განსაკუთრებით კი, სამზარეულო. რაღაც პერიოდის შემდეგ ბინაში ბასილაშვილიც დაბრუნდა — მას და დოროყაშვილს კი შემდგომ დაძაბული საუბარი ჰქონდათ სამზარეულოში.

საუბრის შინაარსს ქალი ვერ იხსენებს. ამბობს, რომ არ უნდოდა სიტუაციაში ჩარევა, ხოლო სხვა ოთახიდან ხმა არც ისე კარგად ისმოდა.

მოწმე ასევე იხსენებს მაისის მოვლენებს. ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს, მას შემდეგ, რაც დოროყაშვილმა პოლიცია და სასწრაფო სარაჯიშვილის გამზირზე, თბილისში, ე.წ. ხელოსნების ქალაქის დასახლებასთან გამოიძახა. იქ შვილთან ერთად იყო და, როგორც თავად ქალი ამბობდა, მას ყოფილმა მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ყოფილმა მამამთილმა კი – სიტყვიერი.

დაცვის მხარის კითხვებზე, რომლებიც ნელი დოროყაშვილის ფინანსებს ეხებოდა, სოფიო შარაშენიძე ამბობს, რომ ქალს ჰქონდა თავისი პატარა ბიზნესი, ასევე, დამატებითი შემოსავალი სამოდელო კარიერიდანაც.

„არ ვიცი, რომელი წელი იყო, თუმცა ვიცი, რომ საოჯახო საბანკო ბარათი გვაქვს და ამ კარტის დაბლოკვა მოჰყვაო... მგონი, განქორწინებულები არ იყვნენ ამ პერიოდში“, — ამბობს ის.

სხდომის შემდგომ დოროყაშვილის დამცველი ორგანიზაციის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] წარმომადგენელმა თამარ გაბოძემ განმარტა, რომ საუბარია განქორწინებამდე პერიოდზე, იმ დროზე, როდესაც დოროყაშვილს საოჯახო საბანკო ანგარიშის ბარათი უეცრად დაებლოკა.

წყარო: Netgazeti.ge
მკითხველის კომენტარები / 21 /
ერთი ძველი გამონათქვამი გამახსენდა: "ცოლ-ქმრის ლაპარაკი, გამვლელს ჩხუბი ეგონაო" - ხოდა, ცოტა მორიდება იქონიეთ, როცა ვიღაცას იმაში სდებთ ბრალს, რაც საკუთარი თვალი აქ გინახავთ.
რა ვიცი
24 ივნისი 2021 18:32
0
ვერ გავიგე რას ბოდიალობს ეს მოწმე.. ანუ რომ შერიგებოდა ის ძველი ამერიკაში სიტყვიერი ა ფიზიკური ძალადობა ოქეი იქნებოდა და რახანც არ შეურიგდა დაიგრუზა და დაიხვია ხელზე ეგ ყველაფერი?
თამო
24 ივნისი 2021 17:31
2
თქვენ უკრაინელი და რუსი სპორცმენის ცოლები არ გინახავთ, ქმრების ფულებით როგორ გულაობენ,მათ შორის ქართველების,დოროყაშვილი მოსატანიც არ არის
*გიორგი
24 ივნისი 2021 17:29
2
ფულზე დახამებული კეკელკა
gega
24 ივნისი 2021 17:20
2
რა საშიში შესახედაობა აქვს ამ გოგოს
სპორტის ქომაგი
24 ივნისი 2021 14:07
6
აბა გოგო!
სიმართლე-ს!
29 ივნისი 2021 09:17
0
ვერაფერი ვერ გავიგე ამ მოწმის ჩვენებიდან. ესეიგი ნიკამ იძალადა ამერიკაში და ნეკა მივიდა გთხოვ შემირიგდიო? მაგრამ ნიკამ უარი უთხრა. რა ლოგიკააა? თუ ცემდა რაღა უნდოდა ეგეთ კაცთან?
ბოკინიო
24 ივნისი 2021 12:29
0
მეც ესე გავიგე.
გიორგი
24 ივნისი 2021 14:54
0
... თურმე , ამ პროცესში, ოქროს მოწმე არის არსების ბაბო გულნაზი!!!))) ბოლომდე არ ენდობიან, იმიტომ , რომ ბაბო მხარს ნიკას უჭერს!!!)))
დათო
24 ივნისი 2021 11:33
1
რად უნდა გაგება, ეგრეა და!
გიორგი-ს!
29 ივნისი 2021 09:28
0
მრჩება შთაბეჭდილება რომ აქ მთავარი არის ფული და ქონება .მოწმე საუბრობს სიზმარში ნამყოფი ადამიანივით .
dd
24 ივნისი 2021 10:58
1
ამას ჰქვია მოწმე? თუ ცილისმწამებელი.
გიორგი
29 ივნისი 2021 09:23
0
რა მარაზმი ქალიცაა ეს დოროყა თვალებზეც ეტყობა. გამომძალველი აფერისტი
სიმართლე
24 ივნისი 2021 10:56
3
ანუ არც ძალადობის კვალი არ ჰქონდა, რასაც ამბობენ, მხოლოდ იმ ქალის მონათხრობს, ბარათი თუ დაებლოკა, ნახონ რამდენს და რაში ხარჯა.. მოკლედ, როგორც ჩანს, მხოლოდ ამ ქალის მონათხრობებზეა აგებული ყველა ბრალდება… სამზარეულო არეული რატო იყო და ალბათ არ ალაგებდა! დამტვრეული იყოო რამე არ უთქვამს… მოკლედ,აქედან ჩემი აზრით ჩანს მხოლოდ ფულზე დახარბებული ხალხი და მიჩვეული საოჯახო ბარათებით სარგებლის მიუღებელობის შიში...და კიდეს ეს ბიზნესი ვისი შეძენილი ქონებითაა წამოწყებული, საინტერესოა ესეც
lia
24 ივნისი 2021 09:15
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული