ლეგენდარული ფედერერი ოლიმპიური ოქროს უკანასკნელი შანსის გარეშე...

AutoSharing Option
39 წლის ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ ის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებს:

"მუხლის ტრავმის გამო იძულებული ვარ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გამოვტოვო. ეს დიდი იმედგაცრუებაა, რადგანაც ეს ჩემთვის უდიდესი პატივი და მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. რეაბილიტაცია დავიწყე იმ იმედით, რომ მომჯობინებას უმოკლეს დროში შევძლებ. შვეიცარიის ოლიმპიურ ნაკრებს წარმატებებს ვუსურვებ!"

როჯერ ფედერერი 4 ოლიმპიადაზე მონაწილეობდა, სადაც ოქროსა და ვერცხლის მედლები აქვს მოპოვებული, თუმცა ჩემპიონი 2008 წელს წყვილებში, სტანისლას ვავრინკასთან ერთად გახდა. გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ როჯერი ოლიმპიადაზე ინდივიდუალურ ოქროსაც მოიპოვებდა.

შეგახსენებთ, ფედერერმა უიმბლდონზე რვაჯერ გაიმარჯვა, სულ კი კარიერაში გრანდ სლემის 20 ტიტული აქვს მოპოვებული. 

altროჯერ ფედერერი: "მადლობა, დიდი ძალისხმევა ჩადეთ..."

altბასილაშვილი მეოთხედფინალისთვის იასპარეზებს - ტურნირი ფედერერის გარეშე დარჩა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული