მარიამ ბოლქვაძემ ITF-ის მე-5 ტურნირი მოიგო

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძე (WTA-ს რეიტინგში 195-ე)  ყაზახეთში გამართული W60 Nur-Sultan-ის გამარჯვებული გახდა. შეჯიბრი ჩოგბურთის საერთაშორისო ასოციაციის (ITF) მიერ იყო ორგანიზებული.

23 წლის სპორტსმენმა ფინალში 30 წლის რუსი ვალერია სავიხინი (196) სამ სეტში - 4:6, 6:3, 6:2 დაამარცხა. ტურნირის საპრიზო ფონდი 60 ათას დოლარს შეადგენდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა გადამწყვეტ შეხვედრამდე უზბეკ, ყაზახ და ბელარუს სპორტსმენებს სძლია. ეს მისთვის მეხუთე ტიტული იყო.

altმარიამ ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო

altმარიამ ბოლქვაძე WTA-ს რეიტინგში 46 საფეხურით დაწინაურდა




მკითხველის კომენტარები / 1 /
…ყოჩაღ!!! ძალიან გაგვახარე!!!
დათო
11:01 19-07-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული