ბასილაშვილმა ესპანელი მეტოქე მარტივად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 24 ივლისს ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაიწყო. ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ კარბალეს ბაენას დაუპირისპირდა და 2 სეტში 6:3 6:2 დაამარცხა.

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ნიკამ დღეს შესანიშნავად იასპარეზა, პირველ სეტში მეტოქის მოწოდება 2-ჯერ (მე-4 და მე-6 გეიმში) მოიგო, მე-7 სეტში ესპანელმა ბრეიკი შეასრულა, თუმცა ნიკამ სეტი ლოგიკურ 6:3-მდე მიიყვანა და დაწინაურდა.

მეორე სეტი ჩვენებურმა შესანიშნავად დაიწყო, "ბასილამ" მეტოქეს მოწოდება პირველივე გათამაშებაში მოპარა, იგივე გააკეთა მე-7 გეიმშიც და მარტივად, 6:2 იმარჯვა.

ნიკა ოლიმპიადის 1/6 ფინალში ტროი დანიელსა და ლორენცო სონეგოს
შორის გამარჯვებულს შეხვდება
მკითხველის კომენტარები / 7 /
პირველი სიხარული. გვიმრავლოს გამარჯვებები
izi
24 ივლისი 2021 14:15
0
გილოცავთ ნიკას გამარჯვებას!!! სონეგოს ხვდება, რომელმაც ძლივს მოუგო იაპონელ ტარო დანიელს 4:6, 7:6,7:6!!! წარმატება ნიკას!!!
დათო
24 ივლისი 2021 11:45
0
მიდი ნიკა! მიაწექი ბოლომდე, შენი "შინაური" თუ გარე მტრების ჯინაზე. შენს გვერდით უამრავი გულშემატკივარი ვდგავათ!
წარმატებები ჩვენს სახელოვან, სულით ძლიერ ჩოგბურთელს!
24 ივლისი 2021 11:02
1
ამ კომენტარის დამწერს, ვენაცვალე ჯიგარში.
vova
24 ივლისი 2021 15:11
1
გილოცავ ნიკა!
სნოუ
24 ივლისი 2021 10:58
0
წარმატებები! გაგვახარე!ძალიან გვჭირდება სიხარული!
$$$
24 ივლისი 2021 10:47
0
ამ კაცს თავისი ,,,,,, ცოლისგან ფსიქოლოგიური წნეხი რომ არ ჰქონდეს, ძალიან ბევრს მიაღწევს..........
სტალინი
24 ივლისი 2021 10:22
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული