ბასილაშვილი კანადაში ამერიკელით იწყებს

AutoSharing Option
ტოკიოს ოლიმპიადაზე კარგი გამოსვლის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი (41) ტორონტოს ATP ტურნირში ჩაებმება.

ქართველი ჩოგბურთელი პირველ ეტაპზე 22 წლის ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბს (130) დაუპირისპირდება. ნიკოლოზს მეტოქესთან დადებითი ბალანსი აქვს - 2019 წელს, ავსტრალიის ღია გათამაშებაში (3:1) დაამარცხა.

თუკი ბასილაშვილი საწყის ეტაპს წარმატებით გადალახავს, მომდევნო წრეში უკვე 22 წლის ავსტრალიელი ალექს დე მინორის (18) წინააღმდეგ ითამაშებს.

შეგახსენებთ, ქართველმა ჩოგბურთელმა ტოკიო 2020-ზე ორი მეტოქე დაამარცხა და შემდეგ მომავალ ჩემპიონ ალექსანდრ ზვერევთან
დამარცხდა.

კანადის ტურნირის საპრიზო ფონდი 2 850 975 ამერიკული დოლარი გახლავთ. ბასილაშვილისა და ბრუკსბის შეხვედრა 10 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

altბასილაშვილის მომგებმა ზვერევმა ოლიმპიადის ფინალში რუსი გაანადგურა

altბასილაშვილი ზვერევთან თანაბარ თამაშში დამარცხდა [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 9 /
…მოიგოოოოო!!
დათო
10 აგვისტო 2021 21:06
0
ტოკიოში წარმატებული გამოსვლა ერთი წრის გავლაა? ვაი თქვენს პატრონს.
ზაზა
09 აგვისტო 2021 16:43
18
ბაბუცა გამოდი გიცანით
dato
10 აგვისტო 2021 17:23
0
ჩემთან წააგო, ბიჭო
ზვერევი
10 აგვისტო 2021 15:16
0
ყველა გამოხმაურება
… შეხვედრა 10 აგვისტოს არის ჩანიშნული, 19:00 საათზე!!!
დათო
09 აგვისტო 2021 13:49
0
გრინვიჩს,
… კი ბატონო, თავიდან 9-ში უნდა ყოფილიყო, მაგრამ გადაიტანეს 10-ში!!! მიზეზი ალბათ ბრუკსბის შაბათის ნახევარფინალური შეხვედრაა!!! დასვენების საშუალება მისცეს!!! წარმატება ნიკას!!!
დათო
10 აგვისტო 2021 16:08
0
მერე შეიცვალა
გრინვიჩი
10 აგვისტო 2021 15:17
0
… ბრუკსბიმ ვაშინგტონის ATP500-ის ტურნირზე, გუშინ ნახევარფინალში წააგო სინერთან 7:6, 6:1, მანამდე მოუგო კევინ ანდერსონს, ტიაფოს, მილმანს!!! ასე , რომ სერიოზული მეტოქეა!!! წარმატება ნიკას!!!
დათო
08 აგვისტო 2021 14:22
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული