"*ეზე გკიდიათ, არა?!" - მსოფლიოს მეორე ჩოგანმა კამერა ლამის გატეხა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს მეორე ჩოგანი, რუსი დანილ მედვედევი ცინცინატის მასტერსის ნახევარფინალში თანამემამულე ანდრეი რუბლიოვს ხვდება, როცა მატჩის მიმდინარეობისას კამერას შეეჯახა.

მეორე სეტში, ანგარიში 1:1 იყო, როცა მედვედები ბურთისკენ გარბოდა და გზად კი, კამერას გადაეყარა...


როცა კამერა ფეხზე წამოაყენეს, მედვედევმა ფეხი ჰკრა... ამის შემდეგ კი მის კორტიდან გატანას ითხოვდა: "*ეზე გკიდია არა?! მე ხელი კინაღამ მოვიტეხე!"

გეიმის წაგების შემდეგ, მედვედევმა ფიზიოთერაპევტი გამოიძახა და კოშკურის მსაჯს ეუბნებოდა: "იცოდეთ, გიჩივლებთ. თამაში არ შემიძლია". სამედიცინო შესვენების დროს კი სუპერვაიზერს უთხრა, რომ ორგანიზატორებს
ჩოგბურთელების ჯანმრთელობა არ ადარდებდათ, ის კი პირველივე მატჩის შემდეგ კორტიდან კამერის აღებას ითხოვდა.

შეხვედრა კი დანილ მედვედევმა 3 სეტში დათმო - 6:2, 3:6, 3:6. არა და ამ შეხვედრამდე რუბლიოვთან 6 მატჩი ჰქონდა გამართული და არა თუ თამაში, მსოფლიოს მე-7 ჩოგანთან 1 სეტიც არ წაეგო...

რუბლიოვი კი ფინალში კიდევ ერთ რუსს, ოღონდ გერმანიის სახელით მოასპარეზე ალეკსანდრ ზვერევს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში დედით რუს, ისე კი ბერძენ სტეფანოს ციციპასს სძლია...


მკითხველის კომენტარები / 4 /
დაიპყრო რუსეთმა ჩოგბურთი.
დევკალიონი
22 აგვისტო 2021 18:33
3
დაიპყრო არა ფეხები,ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა უფრო დაბლა მდგომ ჩოგანს დსუმარცხებია მოწინავე.ეს დროებითია
ბრაზიანი ნიკა
23 აგვისტო 2021 15:12
1
ციციპასი დედით ქართველია და არა რუსი.
სტატუს ქუო
22 აგვისტო 2021 13:54
12
ბოლოს სლემი როდის მოიგო რუსმა?
oceola
24 აგვისტო 2021 13:23
0

სიახლეები პოპულარული