შოუ US OPEN-ზე! 18 წლის ესპანელის ზღაპრული თამაში და დამარცხებული ციციპასი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამერიკის ღია პირველობის 1/16 ფინალში გულშემატკივარმა კარლოს ალკარასსა და სტეფანოს ციციპასს შორის ნამდვილი სანახაობა იხილა. ჩოგბურთელები თამაშთან ერთად თითოეულ ქულას ისე აღნიშნავდნენ, როგორც სიცოცხლის უკანასკნელ წვეთს, კორტზე დამსწრე საზოგადოება კი სპორტსმენებს აპლოდისმენტებით აჯილდოებდა.

საბოლოოდ, 18 წლის ესპანელმა თინეიჯერმა კლასიფიკაციის მესამე ნომერი, ბერძენი დიდოსტატი 5 სეტში 6:3 4:6 7:6 0:6 7:6 დამაარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე  ATP რეიტინგის 141-ე ნომერი, გერმანელი პეტერ გოიოვჩიკი იქნება.

უნდა აღინიშნოს კარლოსის ლაღი და თავისუფალი თამაში, სიმართლე სიმართლეა, გუშინ მისი საღამო იყო, დიდი
ბრძოლის და მიუხედავად, ციციპასი არასტაბილური იყო, მე-3 სეტში 5:2-ისა და სეტის მომგები ქულის გამოყენება ვერ შეძლო, რის შემდეგაც ახალგაზრდამ ზედიზედ 4 გეიმი საკუთარ აქტივში ჩაითვალა და საბოლოოდ, სეტიც მის სასარგებლოდ დახურა.

ამრიგად, ბერძენი გამოეთიშა, ესპანელი კი მერვედფინალში გავიდა, გამარჯევების შემთხვევაში მეოთხედფინალში ამერიკელ ფრნსის ტიაფოესა (50) და კანადელ ფელიქს ოჟე ალიასიმს (15) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული