სენსაციურად US OPEN-ის ფინალში თინეიჯერები გავიდნენ! [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 10 სექტემბრის გამთენიისას ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.

ლეილა ფერნანდესმა (73) არინა საბალენკა (2) 3 სეტში 7:6 4:6 6:4 დაამარცხა და ფინალში გავიდა, ამრიგად, კანადელი ჩოგბურთელის ზღაპრული ამერიკული ზღაპარი გრძელდება, შეგახსენებთ, 19 წლის ჩოგბურთელმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე ნაომი ოსაკა (3), ანჟელიკ კერბერი (17) დაამარცხა.


მეორე ნახევარფინალური შეხვედრა ემა რადაკანუსა (150) და მარია საკარის (15) შორის გაიმართა. 18 წლის ემამ მრისხანე მეტოქე უშანსოდ, 6:1 6:4 დაამარცხა და US OPEN-ის ფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ რადაკანუმ კვალიფიკაციის
მეორე წრეში მარიამ ბოლქვაძე დაამარცხა.


ფინალური შეხვედრა 12 სექტემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული