დიდი სლემის 3-გზის გამარჯვებულ ჩოგბურთელ ენდი მარის ბოტასები და საქორწინო ბეჭედი მოჰპარეს.
მარიმ განაცხადა, რომ სადილიდან სასტუმროში დაბრუნების შემდეგ შეამჩნია, რომ ბოტასები, რომლებიც მანქანაში ელაგა, მთლად ია-ვარდის სურნელს არ აფრქვევდა. ენდის ნომერს სასტუმროში აივანი არ ჰქონდა, ამიტომ ბოტასები გასანიავებლად ავტოსადგურზე, მანქანის ქვეშ დატოვა.
დილით, როცა ბრიტანელი მანქანას დაუბრუნდა, აღმოაჩინა, რომ ბოტასები აღარ იყო.
მოგვიანებით, მარის ფიზიოინსტრუქტორმა ჰკითხა, თუ სად ჰქონდა საქორწინო ბეჭედი და მაშინ გაიაზრა, რომ ისიც მოპარული გახლდათ, რამეთუ ჩოგბურთელი ბეჭედს თამაშის დროს ბოტასების თასმებზე ამაგრებს...
"დიახ, კარგად მესმის,
რომ იდიოტი ვარ. შეიძლება სულელურ იდეად გეჩვენებათ, მაგრამ თქვენი დახმარება მჭირდება. დაბრუნების სანაცვლოდ რა ჯილდო დავაწესო?" - დაწერა მარიმ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე და "ჰეშთეგში" ეს სიტყვები დაურთო: "ბოტასები", "იდიოტი", "დახმარება" და "კლოუნი".
რა საერთო გვაქვს ასეთნაირი რჯულის და ცნობიერების დასავლეთთან