ბასილაშვილმა ხაჩანოვიც დაამარცხა და ინდიან უელსის მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამერიკაში მიმდინარე ინდიან უელსის ტურნირის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (36) კარენ ხაჩანოვი (რუსეთი, 29) 6:4, 7:6 დაამარცხა. მატჩი 1 საათი და 57 წუთი მიმდინარეობდა.

ბასილაშვილი ხაჩანოვს მეექვსედ შეხვდა და მეოთხედ დაამარცხა.

ნიკოლოზმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, შემდეგ კი ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს (194) და ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48) სძლია.

ბასილაშვილი 1/4-ფინალში ავსტრალიელ ალექს დე მინორსა (27) და ბერძენ სტეფანოს ციციპასს (3) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ტურნირის საპრიზო ფონდი  8 359 455 დოლარია.

8
359 455
მკითხველის კომენტარები / 8 /
ყოჩაღ!!! კარგ ფორმაშია.
ჯუჯი
11:49 14-10-2021
0
საოცარი შეხვედრა ჩაატარა და რა სამწუხაროა , რომ ვერ ვუყურე . გილოცავ ბასილ , როგორც ფოლადი , ყოველი დარტყმის დროს იწრთობა და მაგრდება , შენც სწორედ მასე ხამ , ყოველი თამაშის მერე , ამ ტურნირზე , უფრო და უფრო მიზანდასახული ხდები და მგონია , შენია წელს ეგ ტურნირი . ღმერთმა ხელი მოგიმართოს და ჩვენ არ მოგაკლებთ მხარდაჭერას . გილოცავ და წარმატებები .
ATP 16
11:23 14-10-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული