ბასილაშვილმა ხაჩანოვიც დაამარცხა და ინდიან უელსის მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამერიკაში მიმდინარე ინდიან უელსის ტურნირის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (36) კარენ ხაჩანოვი (რუსეთი, 29) 6:4, 7:6 დაამარცხა. მატჩი 1 საათი და 57 წუთი მიმდინარეობდა.

ბასილაშვილი ხაჩანოვს მეექვსედ შეხვდა და მეოთხედ დაამარცხა.

ნიკოლოზმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, შემდეგ კი ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს (194) და ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48) სძლია.

ბასილაშვილი 1/4-ფინალში ავსტრალიელ ალექს დე მინორსა (27) და ბერძენ სტეფანოს ციციპასს (3) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ტურნირის საპრიზო ფონდი  8 359 455 დოლარია.

8
359 455
მკითხველის კომენტარები / 8 /
ყოჩაღ, ბიჭო!
გია
03:38 14-10-2021
0
ნიკა, ძაან მაგრა ითამაშე!
გაასწორა!
ბესო შიოშვილი
03:57 14-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული