ბასილაშვილმა ციციპასს ისტორიული მატჩი მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინდიან უელსის მასტერსის 1/4-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (36) ბერძენი სტეფანოს ციციპასი (3) 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა და მასტერსის ტურნირის ნახევარფინალში კარიერაში პირველად გავიდა.

ნიკოლოზი ციციპასს მესამედ შეხვდა, პირველად მოუგო და კარიერაში მეექვსედ დაამარცხა ტოპ-ათეულის ჩოგბურთელი. მან პირველად მოახერხა ათეულის წევრი მოთამაშის სეზონში ორჯერ ძლევა. ეს მისთვის ATP-ის მე-14 ნახევარფინალი იქნება.

ბასილაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, შემდეგ კი ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს (194), ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48) და კარენ ხაჩანოვს (რუსეთი, 29) სძლია.

ნიკოლოზი ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიტცსა (39) და ალექსანდერ ზვერევს (გერმანია,
4) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ამ გამარჯვების შედეგად ბასილაშვილი 160 000$-სა და 180 ქულას მიიღებს, რითაც მსოფლიოს 29-ე ჩოგბურთელი გახდება. ფინალში გასვლის შემთხვევაში, ქართველი რეიტინგში კიდევ 2 პოზიციით წაიწევს წინ.

ტურნირის საპრიზო ფონდი 8 359 455 დოლარია.

მკითხველის კომენტარები / 48 /
ჯიგარი ხარ, ნიკა!
გამარჯვება შვილს - ლუკასს მიუძღვნა.
არჩი
16 ოქტომბერი 2021 00:31
0
ბრავო ნიკოლოზ!!
Solo
16 ოქტომბერი 2021 00:29
0
აბა, მოიმარჯვეთ კალკულატორი და თვალეთ რიცხვები :))
ნიკოლოზ, შენ გაიხარე ჩვენი გახარებისთვის. მრავალი გამარჯვება მომავალში და იმდენის გამომუშავება, რომ თვლაში დაგეღალოს მრავალი!!!
ყოჩაღი ოლეგი
16 ოქტომბერი 2021 00:29
0
ბრავოოოო ნიკააააა !!! ბრავოოო!!! საამაყო კაცი ხარ !!!
ATP 16
16 ოქტომბერი 2021 00:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული