არის - ბასილაშვილი ინდიან უელსის ფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინდიან უელსის მასტერსის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (36) ამერიკელ ტეილორ ფრიცი (39) 7:6, 6:3 დაამარცხა, რომელმაც მეოთხედფინალში ალეკსანდერ ზვერევს (გერმანია, 4) მოუგო. მატჩი 1 საათი და 43 წუთი გაგრძელდა.

ბასილაშვილი ფრიცს მეოთხედ შეხვდა და მეორედ დაამარცხა.

ნიკოლოზმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, შემდეგ კი ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს (194), ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48), კარენ ხაჩანოვს (რუსეთი, 29) და ბერძენ სტეფანოს ციციპასს (3) სძლია.

ამ გამარჯვების შედეგად ბასილაშვილი რეიტინგში 27-ე ნომერი გახდება.

ბასილაშვილი ფინალში ბრიტანელ კამერონ ნ
ორის (26) შეხვდება, რომელმაც ბულგარელი გრიგორი დიმიტროვი (28) ორ სეტში დაამარცხა. ფინალი 17 ოქტომბერს თბილისის დროით 02:30 საათზე დაიწყება.

ინდიან უელსის მასტერსი ისტორიაში ამ ტურნირის სერიაში ნახევარფინალში ტოპ 25-ეულის არც ერთი წამომადგენელი არ გავიდა, რაც პირველი შემთხვევაა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 8 359 455 დოლარია.
მკითხველის კომენტარები / 37 /
ერთიც რა ნიკა, ბიძიკო, ჩემო ოქრო, გეხვეწები ერთიც რა ... გამახარე ეს ბერიკაცი!
aburjga
17 ოქტომბერი 2021 09:23
0
ეჭვიც არ მეპარებოდა, ეს კაცი როგორც წესი, თუ ნახევარფინალში გადის, ტურნირსაც იგებს.ასე რომ დიდი გამარჯვების მოლოდინში ვართ.
ყოჩაღ ნიკა! ამ ქვეყანაში, ამ დაძაბულობის სა უამრავი პრობლემის ფონზე, შენი წარმატება გულს მალამოდ ედება.
ქობულეთიდან
17 ოქტომბერი 2021 08:33
0
ერთიც ნიკოლოზ❤️
EA7
17 ოქტომბერი 2021 08:07
0
ბრავო ნიკა. მადლობა იმისთვის, რომ საქართველოს ასახელებ. გილოცავ და წარმატებას გისურვებ ფინალში.
ზაზა
17 ოქტომბერი 2021 07:48
0
ნიკას ვულოცავ ამ წარმატებას!!! აბა ქალბატონო ბაია ჰაა ეხლა რამე თქვით თქვენც თორე გასკდა გული)))
Zaza
17 ოქტომბერი 2021 06:43
1
გილოცავთ ყველას! ისე მგონია, რომ ნიკაზე მეტად მინდა, გვინდა მისი გამარჯვება. აპა ნიკოლოზ, გაიხარე და გაგვახარე მთელი ერი. გვიყვარხარ ყველას.
Alexandre
17 ოქტომბერი 2021 06:16
0
ნიკა ასჯერ მაგარი ხარ რაც იყავი, გილოცავ და მადლობა. იმედია ლუკასს შენზე კიდევ უფრო მაგარს გამოიყვან. იმედია ფინალიც ჩვენია ჯიგაროოოოოოოოოო
წუხანდელი სასიამოვნო ღამენათევი
17 ოქტომბერი 2021 05:51
0
მაგარიაააააააა !!!!!!!!!!!
ზურა222
17 ოქტომბერი 2021 05:42
0
ყოჩაღ ნიკა! წარმატებები ფინალში!
დათო
17 ოქტომბერი 2021 04:53
0
მოვითხოვ, ნიკოლოზს გავუხსნათ ვ ა რ ს კ ვ ლ ა ვ ი!!!
დავუფასოთ ქართული დროშის ქვეშ თამაში. მადლობა ნიკოლოზ ჩვენი გახარებისთვის.
NIKOLAS
17 ოქტომბერი 2021 04:39
4
ნამდვილად კარგი აზრია! ნიკას ეკუთვნის ვარსკვლავი! ჯერ რა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ თამაშობს და როგორ ებრძვის ამ მდგომარეობას, თავისი ბრწყინვალე თამაშით. ყოჩაღ ნიკა მაგარი ხარ!!!!!!!!!!!! დარწმუნებული ვარ ფინალსაც მოიგებს!!!!!!!!!!!!
nikolass
17 ოქტომბერი 2021 09:29
0
ვარსკვლავი და კიდევ ცხენი ვაჩუქოთ )) ამ კაცს მაინც ნუ გადარევთ ახლა :)
ვვვ
17 ოქტომბერი 2021 09:25
6
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული