"არსებობს მამრების ქვე-კატეგორია, რომელიც..." - რას წერს ბაია პატარაია ბასილაშვილის ფინალში გასვლის შემდეგ

AutoSharing Option
უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილის ინდიან უელსის ტურნირის ფინალში გასლის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ის წერს, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბასილაშვილის წარმატების შემდეგ მასზე შეტევას ახორციელებენ.

"არსებობს მამრების ქვე-კატეგორია, რომელიც ისტერიულად მთაგავს ნიკოლოზ ბასილაშვილის სპორტულ წარმატებაზე, (მარცხის დროს არ მაწუხებენ).

ამ მამრების აზრით:

1. ბასილაშვილმა თამაში/ტურნირი პირადად მე მომიგო;

2. ამით მიმტკიცებენ, რომ ბასილაშვილი კარგი სპორტსმენია, (ოღონდ მე არასდროს შემიფასებია მისი სპორტსმენობა);

3. მიმანიშნებენ, რომ ჩემპიონებს ცოლის ცემა ეპატიებათ, რადგან გამარჯვებული ყოველთვის მართალია.

პ.ს. თქვენ მოგიყევით, თორემ
იმათი კოგნიტური უნარების პირობებში, არა მგონია, ოდესმე რამეს მიხვდნენ.", - წერს პატარაია.

აქვე გეტყვით, რომ ბასილაშვილი ფინალურ შეხვედრაში 18 ოქტომბერს შუა ღამით, 03:00 საათზე, ბრიტანელ ქამერონ ნორის დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 31 /
რა უნდა ამ ქალბატონს??? რატომ ერევა სხვების პირად ცხოვრებაში ასე სახალხოდ??? რა უფლებით...
tngh
15:47 18-10-2021
2
ამ ადამიანს(ბაია პატარაია) თავისი მკვეთრად ჩამოყალიბებული აზრის აქვს იმაზე რომ ასე ვთქვათ "ყველაფერში კაცები არიან დამნაშავეები"... კი ბატონო ჰქონდეს თავისი აზრი... რომ იტყვიან რამდენი ადამიანიცაა იმდენი აზრია... თუმცა კითხვაა რატომ გვიაქტუალურებთ ამ ადამიანს?! რატომ ვისმენთ მის აზრებს სპორტულ განყოფილებაში?! ჰქონედს თავისი აზრები თავისთვის ხომ შეიძლება...
L.E.S
12:00 18-10-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული