ბასილაშვილმა კარგად დაწყებული ფინალი ბოლომდე ვერ მიიყვანა და სამწუხარო მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინდიან უელსის მასტერსის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (36) ბრიტანელ კამერონ ნორისთან (26) 6:3, 4:6, 1:6 დამარცხდა. მატჩი 1 საათი და 51 წუთი მიმდინარეობდა.

ბასილაშვილმა პირველი სეტი დამაჯერებლად მოიგო, მეორე სეტში 2:1 დაწინაურდა, ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ შემდეგ შეცდომების დაშვება დაიწყო და სამწუხაროდ, დამარცხდა.

ნიკოლოზმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, შემდეგ კი ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს (194), ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48), კარენ ხაჩანოვს (რუსეთი, 29), ბერძენ სტეფანოს ციციპასს (3) და ამერიკელ ტეილორ ფრიცს (39) სძლია.

ბასილაშვილი პირველად გავიდა 1000-იანი მასტერსის ფინალში და ტურნირზე მისი
ასპარეზობა უდავოდ წარმარტებულად უნდა ჩაითვალოს. ნამატჩევს მან მეტოქეს გამარჯვება მიულოცა და თქვა, რომ მარტში დაბრუნდება.

მკითხველის კომენტარები / 20 /
მადლობა ნიკოლოზ❤️უფრო ძლიერი დაბრუნდები..
მადლობა ამ ლამაზი დღეებისთვის❤️
1
ეს წარმატებების დასაწყისი იქნება ნიკასთვის, მაინც მაგარი ხარ ჯიგარო
kaxa
05:57 18-10-2021
1

სიახლეები პოპულარული