ბასილაშვილმა პირველი სეტი დამაჯერებლად მოიგო, მეორე სეტში 2:1 დაწინაურდა, ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ შემდეგ შეცდომების დაშვება დაიწყო და სამწუხაროდ, დამარცხდა.
ნიკოლოზმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, შემდეგ კი ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს (194), ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48), კარენ ხაჩანოვს (რუსეთი, 29), ბერძენ სტეფანოს ციციპასს (3) და ამერიკელ ტეილორ ფრიცს (39) სძლია.
ბასილაშვილი პირველად გავიდა 1000-იანი მასტერსის ფინალში და ტურნირზე მისი ასპარეზობა უდავოდ წარმარტებულად უნდა ჩაითვალოს. ნამატჩევს მან მეტოქეს გამარჯვება მიულოცა და თქვა, რომ მარტში დაბრუნდება.
ამას იფიქრებდა ვინმე ამ ტურნირის დაწყებამდე, რომ ნიკა ამ პრესტიჟული ტურნირის ფინალში ითამაშებდა?!...
პ.ს. ვინმემ ხომ არ იცით რა ხდება, ნიკა ატპ 250 ანტვერპენის ტურნირის ( დღეს იწყება) აქამდე მონაწილეთა განაცხადშია, გამოქვეყნდა ბადე რომელშიც არ არის!!!
მადლობა ამ ლამაზი დღეებისთვის❤️