დიდი სლემის 20 გზის გამარჯვებულმა, რაფაელ ნადალმა ჩოგბურთის ცვლილება შეაფასა:
"აზროვნება და ტაქტიკა უფრო მეტს ნიშნავდა, საუკეთესო ვარიანტი მოთმინება იყო. ეს ყველაფერი კი თანამედროვე ჩოგბურთში ნაკლებად შეინიშნება, თიხაზე ამ სპორტის სახეობის წარსულის კონტურები შენარჩუნებულია, აი ჰარდსა და ბალახზე ის რადიკალურად გარდაიქმნა. მოკლედ, რომ ვთქვა ჩოგბურთი ბევრად სწრაფი გახდა.
რიგ ეპიზოდებში გიწევს იფიქრო ჩაწოდებაზე, ფიზიკურად ძლიერი სპორტსმენები უფრო კარგად აწვდიან, თუ მის მოგვარების გზას ვერ იპოვი, ვშიშობ, თამაში მხოლოდ ჩაწოდებაზე წარიმართება. ჩემი აზრით, ეს პრობლემა დღის წესრიგში 10 წლის შემდეგ დადგება.
ამიტომ კარგი იქნება თუ მონაწილეს 1 ჩაწოდების უფლებას მისცემ, მე სიახლეების მომხრე ვარ, ვფიქრობ, პატარ-პატარა ტურნირებზე ეს სიახლე უნდა დანერგონ" - განაცხადა რაფამ.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით