ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვენის 500-იანი ტურნირის პირველ წრეში ესპანელ პაბლო კარენო-ბუსტას 3 სეტში სძლია - 7:5, 4:6, 6:3.
თამაში საკმაოდ თანაბარი გამოდგა, თუმცა ნიკოლოზმა გადამწყვეტ მომენტში კონცენტრაცია მოიკრიბა და საკმაოდ ძლიერ მეტოქეს აჯობა.
პირველი სეტი ბასილაშვილმა ბოლო, მე-12 გეიმზე ბრეიკით მოიგო - 7:5. იქამდე ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებას იცავდნენ.
მეორე სეტში 4:4-ზე ესპანელმა ქართველს მოწოდება წაართვა, თუმცა მე-10 გეიმში ნიკას 3-მაგი ბრეიკ-პონტი ჰქონდა. სამწუხაროდ, ვერ გამოიყენა და 4:6.
ბოლო, მესამე სეტის მე-8 გეიმში ნიკოლოზმა 2-დან 1 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მე-9 გეიმი საკუთარ მოწოდებაზე მშრალად მოიგო და შეხვედრაშიც გაიმარჯვა.
ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე მსოფლიოს მე-7 ჩოგან მატეო ბერეტინისა და ალექსეი პოპირინს (77) შორის გამარჯვებული იქნება...
ესე განაგრძე ნიკოლოზ. მაგარი თამაში იყო. წარმატებები და მადლობა.