გუშინ, 14 ნოემბერს, ტურინში წლის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყო.
გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს "წითელი ჯგუფის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. კორტზე პირველები მოქმედი ჩემპიონი დანილ მედვედევი (რუსეთი) და ჰუბერ ჰურკაჩი (პოლონეთი) დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩი რუსი სპორტსმენის გამარჯვებით, 6:7 6:3 6:4 დასრულდა.
პირველ სეტში საკუთარ ჩაწოდებაზე ორივე ჩოგბურთელი კარგად გამოიყურებოდა, ტაიბრეიკზე კი პოლონელი სპორტსმენი ოდნავ უკეთესი იყო და დამსახურებულად 7:5-იც გაიმარჯვა.
მე-2 და მე-3 სეტში დანილმა მეტოქის 1-ლი ჩაწოდება თავის სასიკეთოდ დააფიქსირა და მატჩიც საკუთარი გამარჯვებით დაასრულა.
მეორე მატჩი ალექსანდრ ზვერევსა (გერმანია) და მატეო ბერეტინს (იტალია) შორის გაიმართა.
1-ლი სეტი ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც გერმანელმა 9:7 მოიგო და მატჩში დაწინაურდა.
მეორე სეტის პირველსავე გეიმში იტალიელმა სპორტსმენმა ტრავმა მიიღო და ტურნირს თვალცრემლიანი დაემშვიდობა... მატეოს მისივე თანამემამულე იანიკ სინერი ჩაანაცვლებს.
ამრიგად, ზვერევმა და მედვედევმა გამარჯვების შემდეგ თითო-თითო ქულა მოიპოვეს, 17 ნოემბერს (00:00 საათზე) კი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მეორე შეხვედრაში ჰურკაჩი სინერს შეხვდება (16 ნოემბერს, 17:00 საათზე).
რაც შეეხება "მწვანე ჯგუფის" შეხვედრებს, ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) კასპერ რუდს (ნორვეგია) შეხვდება (17:00 საათზე), სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) კი - ალექსანდრ რუბლევს (რუსეთი) ხვალ, თბილისის დროით 00:00 საათზე.