სიკვდილის ჯგუფში - ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

AutoSharing Option
ავსტრალიაში გასამართ პრესტიჟულ ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

სამწუხაროდ, ჩვენს ბიჭებს არ გაუმართლათ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიკვდილის ჯგუფშიც კი მოხვდნენ.

ქართველი ჩოგბურთელები D ჯგუფში იასპარეზებენ, მათთან ერთად კი პოლონეთი, საბერძნეთი და არგენტინა იქნებიან.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ საბერძნეთის ღირსებას მსოფლიოს მე-4 ნომერი სტეფანოს ციციპასი იცავს, პოლონეთში პლანეტის მე-9 ნომერი ჰუბერტ ჰურკაცი ასპარეზობს, არგენტინის ღირსებას კი მე-13 დიეგო შვარცმანი იცავს.

რა თქმა უნდა, ჩვენს ნაკრებს ნიკოლოზ ბასილაშვილის სახით მთავარი კოზირი ეყოლება და ნიკას ნებისმიერი მათგანის დამარცხება რომ შეუძლია, უკვე
დაამტკიცა, თუმცა ჯგუფი აშკარად სიკვდილისაა...

ATP CUP-ი 1-9 იანვარს სიდნეიში გაიმართება. საქართველოს ნაკრები აღნიშნულ ტურნირზე მეორედ იასპარეზებს.

სავარაუდოდ, ჩვენი ნაკრების შემადგენლობა ასეთი იქნება: ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაკში, ზურა ტყემალაძე, საბა ფურცელაძე.
მკითხველის კომენტარები / 7 /
… მაპატიეთ მაგრამ, მე ასე არ ვფიქრობ!!! ა ჯგუფი:: სერბეთი, ნორვეგია, ჩილე და ესპანეთი. ბ ჯგუფი: რუსეთი, იტალია, ავსტრალია, ავსტრია. ც ჯგუფი: გერმანია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ამერიკა. დ ჯგუფი: საბერძნეთი, პოლონეთი,არგენტინა, საქართველო. ამ ჯგუფებში საქართველო მოხვდა ნაკლებად ძლიერ ჯგუფში. იქ ციციპასს ტრავმა აქვს, პოლონეთს ერთი ლიდერი და ა.შ დანარჩენი ჯგუფები მართლაც სიკვდილის ჯგუფები!!! ნიკას დამსახურებით ეს ბიჭები იღებენ მონაწილეობას დიდ ტურნირზე, მხოლოდ იქ ყოფნაა უკვე დიდი ზეიმი!!!
დათო
13:58 07-12-2021
0
აბა რას ისურვებდით მეტოქედ სომხეთი, აზერბეიჯანი და თურქეთი გყოლოდათ?
მოემზადეთ ფიზიკურად და მენტალურად, ითამაშეთ და როდესღაც თქვენც მოიგებთ!
წარმატებები ნიკას თამადობით!
ვაჟა მასწავლებელი
16:16 07-12-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული