საქართველოს ნაკრებმა ATP CUP-ი მსოფლიოს მე-4 ნომრის დამარცხებით დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს საჩოგბურთო ნაკრებმა ATP CUP-ი გამარჯვებით დაასრულა. საბერძნეთთან წყვილთა დაპირისპირებაში ალექსანდრე ბაკშმა და სანდრო მეტრეველმა სენსაციურად მსოფლიოს მე-4 ნომერ სტეფანოს ციციპასსა და მაიკლ პერვოლარკის 4:6, 6:3 და სუპერ ტაიბრეიკზე 16:14 სძლიეს.

აღსანიშნავია, რომ ეს D ჯგუფში ჩვენი ქვეყნის პირველი გამარჯვება გახლდათ, მთლიანობაში კი გუნდურად ქართველებმა ვერცერთ ნაკრებს ვერ სძლიეს, რითაც ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.

რა თქმა უნდა, ეს დიდწილად ჩვენი გუნდის პირველი ნომრის, ნიკა ბასილაშვილის არასათანადო კონდიციების ბრალია, რომელიც ATP CUP-ს არასათანადო ფორმაში შეხვდა.

აქვე გეტყვით, რომ D ჯგუფიდან, სადაც ქართველები
ასპარეზობდნენ, პირველ ადგილზე პოლონეთი გავიდა, რომელმაც 3-დან 3 მატჩი მოიგო და 1/2-ფინალში ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
…სანდროებმა ძალიან გაგვახარეს!!! ბოლომდე,თავდაუზოგავად იბრძოლეს და მოუგეს წყვილს, სადაც ერთ -ერთი მოთამაშე იყო ციციპასი!!! გმირები არიან ბიჭები!!! განსაკუთრებით აღსანიშნავია სანდრო მეტრეველის თამაში, 7:7-ზე ,9:9-ზე, 11:11-ზე წარმოუდგენელი ქულები მოიგო!!! დიდი ალექსანდრე მეტრეველი , შენი ბაბუა დღეს ამაყობს შენით და ჩვენც მასთან ერთად გახარებულები ვართ!!! მადლობა ბიჭებო!!!
დათო
16:02 05-01-2022
0
ძალიან არ მიყვარს ნეგატივი, მაგრამ სამწუხარო რომ ნიკას გარდა ჩოგბურთელი ფაქტიურად არ გვყავს.

ბაკში და მეტრეველს არავინ თვლიდა მოწინააყმდეგედ, სამოყვარულო დონეზე უფრო არიან ვიდრე ფროფესიონალურზე
მენტალისტი
16:59 05-01-2022
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული