სიტუაცია ძალიან დაიძაბა... ნოვაკი სამთავრობო დაკავების სასტუმროშია გადაყვანილი

AutoSharing Option
ჩოგ­ბურ­თის სერბ ვარ­სკვლავს, ნო­ვაკ ჯო­კო­ვიჩს, რო­მელ­საც ავ­სტრა­ლი­ის ღია პირ­ვე­ლო­ბა­ში უნდა მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ავ­სტრა­ლი­ამ ვიზა გა­უ­უქ­მა. მი­ზე­ზი კი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვაა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად, ნო­ვა­კის­თვის გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით ვიზა და­უშ­ვეს, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ყო­ვე­ლი­ვეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა, ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა.

ჯო­კო­ვი­ჩი მელ­ბურ­ნის აე­რო­პორ­ტში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მე­სა­ზღვრე­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ის არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და შეს­ვლის წე­სებს და დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

ჯო­კო­ვი­ჩი გა­და­იყ­ვა­ნეს ე.წ. სამ­თავ­რო­ბო და­კა­ვე­ბის სას­ტუმ­რო­ში, ხოლო მის­მა ად­ვო­კა­ტებ­მა სა­სა­მარ­თლო­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ი­ტა­ნეს სარ­ჩე­ლი.

მარ­თა­ლია, ნო­ვაკს სა­ჯა­როდ არ უთ­ქვამს,
აც­რი­ლია თუ არა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით, თუმ­ცა გა­სულ წელს გა­ნა­ცხა­და, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო.

"პი­რა­დად მე წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და არ ვი­სურ­ვებ­დი, რომ აც­რის გა­კე­თე­ბას გვა­ი­ძუ­ლებ­დნენ მოგ­ზა­უ­რო­ბის უფ­ლე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით“, - ამ­ბობ­და ჩოგ­ბურ­თე­ლი.

ავ­სტრა­ლი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ქვე­ყა­ნა­ში აუც­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შეს­ვლა იკ­რძა­ლე­ბა.

"წესი ყვე­ლას­თვის წე­სია“ - გა­ნა­ცხა­და ავ­სტრა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა სკოტ მო­რი­სონ­მა.

ავ­სტრა­ლი­ის ღია პირ­ვე­ლო­ბა მელ­ბურნ­ში სტარტს 17 იან­ვარს აი­ღებს.

მკითხველის კომენტარები / 25 /
მე სამჯერ ვარ აცრილი.ვერ ვიტან გაუნათლებელ ანტივაქსერებს,მაგრამ თავიდან თუ შეპირდნენ,შემოგიშვებთო და ეხლა უკვე იქ ჩასულ კაცს უარს ეუბნებიან,ეს არაკაცობაა.
Status quo
11:30 07-01-2022
40
ეს აცრილები რა მაგრად ბოროტდებიან რა..... ეს ერთი ერთში იმას გავს: ნარკომანს, რომ უნდა ყველა მისნაირად აწციოს და ცდილობა ნარკოტიკებზე სხვებიც დასვას ! ბრავო ჯოკო
რ ე ა ლ ო ბ ა
10:53 07-01-2022
44

სიახლეები პოპულარული