"პარი სენ ჟერმენზე" 3 წლით უფროსმა მიურამ იაპონიის მეოთხე ლიგის გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
54 წლის კაზუიოში მიურა სპორტულ კარიერას აგრძელებს. აზიელმა სპორტსმენმა ახალი ხელშეკრულება იაპონიის მეოთხე ლიგის გუნდ "სუზუკასთან" გააფორმა.

მიურა 55 წლის მომდევნო თვეში ხდება, ვეტერანი იაპონელის დებიუტი კი 1986 წელს შედგა.

"მადლობელი ვარ აქ თამაშით და მოედანზე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდის წარმატებაში წვლილი შევიტანო", - განაცხადა მიურამ.

"სუზუკა" კაზუიოშისთვის მე-15 გუნდი იქნება. სხვადასხვა დროს ვეტერანი ბრაზილიაში, იაპონიაში, იტალიაში, ხორვატიასა და ავსტრალიაში თამაშობდა.

როგორც ჩანს, შემტევისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია...

აღსანიშნავია, რომ მიურა ფრანგულ "პარი სენ ჟერმენზე" 3 წლით უფროსია (კაზუიოში 1967
წელს დაიბადა, პსჟ 1970 წელს დაარსდა).

მომზადებულია cnn-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული