![](https://sportall.ge/pictures/image5/ee72678205f5d4e991eae03e550309b7.jpg)
ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს ყოფილ პირველ ნომერ ენდი მარის დაუპირისპირდება.
მოგეხსენებათ, ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს გუშინ სიდნეიშიც შეხვდნენ და იქ ბრიტანელმა 3 სეტში იმარჯვა.
გასულ წელს ნიკა ენდის უიმბლდონზეც ეთამაშა და იქ 4 სეტში დამარცხდა.
იმ შემთხვევაში, თუ ბასილაშვილი კარიერაში პირველად ენდი მარის სძლევს, მომდევნო ეტაპზე ურუგვაელ პაბლო კუევასსა და კვალიფიკანტს შორის უკეთესს შეხვდება.