დღეს, 30 იანვარს, ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში რაფაელ ნადალმა (5) დანილ მედვედევი (2) დაამარცხა - 2:6 6:7 6:4 6:4 7:5. მატჩი 5 საათი და 28 წუთი მიმდინარეობდა.
პირველ სეტში რუსმა სპორტსმენმა "მატადორი" გაანადგურა, მეორე სეტში ესპანელის სეტ ფოინთიც მოიგერია და საბოლოოდ, ტაი-ბრეიკზე რუსმა იმარჯვა - 7:6.
მესამე სეტიდან რაფამ მოუმატა და ზედიზედ ორი სეტი ანგარიშით 6:4 მოიგო. საქმე დისაიდერამდე მივიდა, სადაც სპორტსმენებმა მე-5 და მე-10 გეიმში ბრეიკები გაცვალეს, მე-11 გეიმში კი ნადალმა დანილის ჩაწოდება კიდევ ერთხელ მოიგო და დიდებული ქამბექიც შემოგვთავაზა - 7:5.
ამრიგად, ესპანელმა ლეგენდამ australian open მეორედ, ხოლო დიდი სლემის 21-ე ტურნირი მოიგო, რაც ისტორიული შედეგია. რაფამ როჯერ ფედერერსა (20) და ნოვაკ ჯოკოვიჩს (20) გაასწრო.