"ერთადერთი იმედი პუტინის სიკვდილია..." - უკრაინელი ჩოგბურთელი ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის

AutoSharing Option
ყოფილმა უკრაინელმა ჩოგბურთელმა სერგეი სტახოვსკიმ იტალიურ ტელეკომპანია Otto e Mezzo-ს გადაცემა La7-თან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ექსსპორტსმენი სამშობლოს დასაცავად ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის.

"კიევში ამ დროისთვის რუსული ძალები არ არიან. სიტუაცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში მსგავსი სცენარით წარიმართება. მთელი მსოფლიო ჩვენს მხარეზეა, ისინი გვეხმარებიან, თუმცა მათ ერთი რაღაც უნდა იცოდნენ, თუ უკრაინა რუსეთის ხელში ჩავარდება, მთელი მსოფლიო საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. სამწუხაროდ, ვუბრუნდებით იმ სცენარს, რაც სამყაროში 1945 წელს მიმდინარეობდა. პუტინი იმუქრება იმით, რისაც ნატოს ეშინია, ბირთვული იარაღით. ერთადერთი იმედი პუტინის
სიკვდილია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოიქცევა ისე, როგორც თავის დროზე ჰიტლერი მოქმედებდა, გაყოფს ევროპას შუაზე" - განაცხადა სერგეიმ.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ უკრაინელს მხარდაჭერა ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გამოუცხადა. რაც შეეხება სტახოვსკის ომში ჩაბმის ამბავს, 36 წლის სპორტსმენმა საკუთარ არჩევანზე ღიად ისაუბრა:

"იმას, რასაც მე ვაკეთებ, სწორი და არასწორი მხარე არ აქვს. თუ ფრონტის წინა ხაზზე არ დავდგებოდი, თავს დამნაშავედ ვიგრძნობდი, რადგან აქ, კიევში, ჩემი ძმა და მამა იბრძვიან; თუმცა, მეორე მხრივ, მინდა გითხრათ, რომ ჩემი მეუღლე და 3 შვილი დავტოვე, რაღაც მხრივ, აქაც ვხედავ დანაშაულის გრძნობას. არ ვიცი, როგორ ვისროლო და არც სამხედრო გამოცდილება მაქვს. ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ აქ უმეტესობა ჩემნაირია".

მომზადებულია oktennis-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ისევ შემორჩა პირველი ჩაწოდების სიძლიერე ერთი ტყვიიტ 2 რუსს მოკლავს
ნოდო
15:59 09-03-2022
3

სიახლეები პოპულარული