მოულოდნელი გამარჯვება - ფრიცმა ნადალი დაამარცხა და ინდიან უელსის ტურნირი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინდიან უელსის 1000-ქულიანი ტურნირის ფინალში ერთმანეთს რაფაელ ნადალი (4) და ტეილორ ფრიცი (20) დაუპირისპირდნენ. შეხვედრის დაწყებამდე "მატადორი" აშკარად ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა ამერიკელმა სპორტსმენმა ესპანელი ორ სეტში 6:3 7:6 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

24 წლის ჩოგბურთელისთვის პირველი სეტი მშვენივრად დაიწყო და 6 გეიმის თავზე უკვე 5:1-ს იგებდა. საბოლოოდ, სპორტსმენებმა ბრეიკები გაცვალეს და პირველი სეტი 40 წუთში მასპინძლის გამარჯვებით დასრულდა.

მე-2 სეტი შედარებით დაძაბული გამოდგა, მე-3 და მე-4 გეიმებში ნადალმა და ფრიცმა ერთმანეთის ჩაწოდებები დათმეს. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ამერიკელმა 7:5
იმარჯვა და 1000-ქულიანი ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ამ გამარჯვებით ფრიცმა $1,231,245, ხოლო ნადალმა ფინალისტობისთვის $646,11 გამოიმუშავა. 

ესპანელი რეიტინგში 1 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად მსოფლიოს მე-3 ჩოგანია, ამერიკელმა კი 7 პოზიციით გაიუმჯობესა მდგომარეობა და პლანეტის მე-13 ნომრის წოდება ირგუნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული