"ჩემი საჩოგბურთო ოცნებები უკვე ახდა..." - 25 წლის პირველმა ნომერმა კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
დიდი სლემის 3-გზის ჩემპიონმა, კლასიფიკაციის პირველმა ნომერმა ეშლი ბარტიმ 25 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.

"ჩოგბურთს ბავშვობიდან ვთამაშობ. 18 წლის ასაკში კარიერა ერთხელ უკვე დავასრულე, რადგან მინდოდა ნორმალური თინეიჯერული ცხოვრებით მეცხოვრა. ახლა ჩემი საჩოგბურთო ოცნებები უკვე ახდა და ვფიქრობ, სწორი დროა ჩოგანი გვერდით გადავდო და სხვა მიზნებისთვის ვიცხოვრო" - ციტირებს ბარტის სიტყვებს WTA Tennis-ი.

შეგახსენებთ, ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა 2019 წელს როლანდ გაროსი, 2021 წელს უიმბლდონი, ხოლო 2022 წელს ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. რაც შეეხება ამერიკის ღია პირველობას, ეშლიმ საუკეთესო შედეგი 2018 და
2019 წლებში მეოთხე რაუნდში გასვლით დააფიქსირა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს არის თავისუფლება,თვისუფალი ადამიანის თავისუფალი საქციელი
ტრეი
10:45 23-03-2022
4
ჩვენი სპორტსმენები ამ ასაკში პერსპექტიულები არიან.
ქომაგი
14:24 23-03-2022
0

სიახლეები პოპულარული