ფედერერი კორტს უბრუნდება

AutoSharing Option
დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი კორტზე დაბრუნებას ბაზელის ტურნირზე (ოქტომბერში) გეგმავს.

შეგახსენებთ, 41 წლის ლეგენდარული ჩოგბურთელი მუხლის ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის, ბოლო ტურნირი კი, სადაც შვეიცარიელმა ითამაშა, უიმბლდონი (2021) იყო.

ამასთან ერთად, როჯერს სექტემბერში ლეივერის თასზეც სურს გამოსვლა.

რაც შეეხება ბაზელის ტურნირს, ფედერერს მშობლიური ტურნირი 10-ჯერ აქვს მოგებული.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული