მიუნხენის 250-იანი ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (20) მიომირ კეჩმანოვიჩს (38) დაუპირისპირდა და 6:7 2:6 დამარცხდა.
პირველ სეტში ჩოგბურთელებმა ბრეიკები ორჯერ გაცვალეს, ტაი-ბრეიკზე კი ჩვენებური 5:7 დამარცხდა.
მეორე სეტში სერბმა მოწინააღმდეგემ ნიკას აშკარად აჯობა და მარტივადაც გაიმარჯვა.
მიომირი მიუნხენის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ვან დე ზანდსშულპსა (40) და კარსპერ რუდს (7) შორის გამარჯვებულს შეხვდება.