წარმოშობით ქართველმა ჩოგბურთელმა ნათელა ძალამიძემ მოქალაქეობა შეიცვალა და რუსეთის ნაცვლად საქართველოს სახელით იასპარეზებს

AutoSharing Option
29 წლის რუსმა ჩოგბურთელმა ნათელა ძალამიძემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ამიერიდან ჩვენი ქვეყნის სახელით გამოვა, - ამის შესახებ Twitter-ზე "უიმბლდონის" მიერ გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული, სადაც ძალამიძე საქართველოს სახელითაა წარმოდგენილი.

ჩოგბურთელი მოსკოვშია დაბადებული და მთელი კარიერის განმავლობაში რუსეთის სახელით ასპარეზობდა. ის ამჟამად მსოფლიოს წყვილთა რეიტინგში 43-ე პოზიციას იკავებს, ერთეულებში კი, პრაქტიკულად, არ ასპარეზობს.

პირველი ტურნირი, სადაც ძალამიძე საქართველოს წარადგენს, "უიმბლდონი" იქნება, სადაც ის სერბ ალექსანდრა კრუნიჩთან ერთად იქნება შეამხანაგებული.

აქვე გეტყვით, რომ უიმბლდონზე რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

რაც
შეეხება უშუალოდ ძალამიძეს, როგორც Wta-ს ოფიციალური საიტიდან ვიგებთ, მას წყვილთა თანრიგში კარიერის განმავლობაში 2 ტიტული აქვს მოპოვებული და 370 000 დოლარამდე გამომუშავებული.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგიტო მიიღო საქართველოს მოქალაქეობა რო რუსული სახელით არ ათამაშებდნენ .
ტოტტი
12:08 20-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული