ეგონათ, პორნოფილმს იღებდნენ, პოლიციის მისვლის შემდეგ კი სასაცილო სიტუაცია შეიქმნა...

AutoSharing Option
მეტად სასაცილო და სახალისო ისტორია დაფიქსირდა ავსტრიის ერთ-ერთ ქალაქ ტრაისკირხენის კორტებზე, სადაც მომზადებას მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგის ყოფილი მე-3 ნომერი დომენიკ ტიმი გადიოდა.

ავსტრიული მედია იტყობინება, რომ მეზობლები დაიღალნენ მისი სავარჯიშო კომპლექსიდან მღელვარე კვნესის მოსმენით, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. მათ სჯეროდათ, რომ იქ პორნოფილმი იწერებოდა.

მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა კი დაადგინეს, რომ იქ ტიმი მხოლოდ ვარჯიშობდა და არანაირი პორნოფილმის გადაღება არ ხდებოდა, რის გამოც ძალიან სასაცილო სიტუაცია შეიქმნა.

აქვე გეტყვით, რომ ტიმმა 2021 წლის ივნისში მაჯაზე ოპერაცია გაიკეთა,
რის გამოც თითქმის 1 წელი გაუცდა და ახლა მსოფლიო რეიტინგში 343-ე პოზიციამდე დაქვეითდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
უბრალოდ შარაპოვამ ფეხად გაასწრო)
Р.S.პროფესორების საყურადღებოდ-მე მგონია ვიხუმრე დანარჩენი თქვენზე მომინდია,ტვინით თქვენთან ვერ მოვალ და თუ რამე იმედია მაპატიებთ)
გიუᲨა
14:18 20-06-2022
1
kide kargi maria sharapovastan ertad ar varjishobda tore
juve
16:57 20-06-2022
1

სიახლეები პოპულარული