უმძიმესი ბადე - ბასილაშვილი ვენაში მსოფლიოს მე-4 ნომერს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი პრო ტურს უბრუნდება, თუმცა ჩვენებურს ვენის ტურნირის წილისყრაში აშკარად არ გაუმართლა.

ავსტრიის დედაქალაქში 500 ქულიანი ტურნირი 24 ოქტომბერს დაიწყება, ნიკოლოზი კი პირველივე წრეში მსოფლიოს მე-4 ნომერ რუს დანიილ მედვედევს დაუპირისპირდება.

მოგეხსენებათ, 26 წლის მედვედევი რამდენიმე თვის წინ სულაც პირველი ნომერი იყო...

თუ ბასილაშვილმა ეს უმძიმესი შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა და მერვედფინალში გააღწია, იქაც უმძიმესი ბრძოლა ელის, რადგან ორი უმაღლესი დონის ჩოგბურთელიდან ერთ-ერთს, ან ტომი პოლს (აშშ), ან დომენიკ ტიმს (ავსტრია) დაუპირისპირდება.

ქართველისა და რუსის შეხვედრა
სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოიგებს ეხლა ! მაგარ ვხასიათზე იქნება ის ალქაჯები რომ ჩამოიშორა !
zura222
15:54 23-10-2022
2
კი მარა ყველა სპორტის სახეობამ დაასანქცირა ეს რუსები და ჩოგბურთი რა გამონაკლისია?
ეეე
15:54 23-10-2022
0

სიახლეები პოპულარული