"იცოდა, რომ ფინანსური პრობლემები ჰქონდათ" - ნიკა ისევ ეჭვმიტანილია... ბასილაშვილს გარიგებული მატჩების სანაცვლოდ ფულს ყოფილი მწვრთნელი აძლევდა?

AutoSharing Option
გერმანული ZDF-ის ჟურნალისტების, მარკუს ჰარმისა და იანიკ შნაიდერის გამოძიების შედეგად, საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი და რუსი ასლან კარაცევი გარიგებულ მატჩებში არიან ეჭვმიტანილნი.

გამოძიების მიხედვით, მათ დაადგინეს, რომ სავარაუდოდ, ბელარუსი მწვრთნელი იაჰორ იაციკი, რომელიც წარსულში ორივე მოთამაშის დამრიგებელი გახლდათ, მათ გარიგებული მატჩების  სანაცვლოდ ფულს სთავაზობდა.

ZDF-მ ეს ინფორმაცია ITF-ის (საერთაშორისო ჩოგბურთის ასოციაცია) საგამოძიო მასალებიდან მოიპოვა, რომელიც ხელში ზემოთ ნახსენებ ორ ჟურნალისტს ჩაუვარდათ. 

კარაცევს ბრალად მინიმუმ 5 გარიგებულ მატჩში მონაწილეობა ედება, რომელზეც არანორმალურად დიდი ფსონები შევიდა.

რაც შეეხება ბასილაშვილს, მისი სავარაუდო გარიგებული მატჩების რაოდენობა არ
სახელდება, თუმცა ისიც ეჭვმიტანილთა შორისაა. 

"იაციკი წლებია ჩართულია გარიგებული მატჩების სქემაში, მუშაობს ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ საქმე რუსეთში/აღმოსავლეთ ევროპაში. მას ყოველთვის აქვს თან ბევრი ფული და ეძებს ახალგაზრდა ჩოგბურთელებს, რომლებსაც ფინანსური პრობლემები აქვთ და ფულით შეუძლია გადმოიბიროს.

"იაციკი მჭიდროდ თანამშრომლობდა კარაცევთან/ბასილაშვილთან, უყურებდა მათ წლების განმავლობაში. ორივე წარმოუდგენლად ნიჭიერი მოთამაშეა, მაგრამ მათ ჰქონდათ ფინანსური პრობლემები დასაწყისში და ის თითოეულ მათგანს კრიტიკულ მომენტში მიუახლოვდა", - უყვება ZDF-ს მწვრთნელი აღმოსავლეთ ევროპიდან, თუმცა მისი ვინაობა არ სახელდება. 

იაციკი ბასილაშვილს 2013 წელს 18 თვის განმავლობაში წვრთნიდა, კარაცევს კი 2018/21 წლებში მოძღვრავდა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ნუ შეუკიკინეთ ნიკა ბასილაშვილს!
ვაახ!
15:20 11-07-2022
7
Spotall.ge! საზოგადოებასაც გვგონია, რომ ნელი დოროყაშვილის და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსყიდული ხართ და შეგიძლიათ დაამტკიცოს, რომ მოსყიდული არ ხართ!?
ქომაგი
13:39 11-07-2022
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული