"ვაქცინის გაკეთებას მაინც არ ვაპირებ" - ჯოკოვიჩს აუცრელობის გამო, დიდი ალბათობით, წლის ბოლო დიდ სლემს გამოატოვებინებენ

AutoSharing Option
2022 წლის "უიმბლდონის" ჩემპიონ ნოვაკ ჯოკოვიჩს, დიდი ალბათობით, წლის ბოლო დიდი სლემის, ამერიკის ღია პირველობის გამოტოვება მოუწევს.

როგორც იცით, სერბს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ აქვს გაკეთებული. ამიტომ მას აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა არ შეეძლება.

ნოვაკმა ლონდონურ კორტებზე ჩემპიონობის შემდეგ აღნიშნა, რომ აცრას არ აპირებს, მაგრამ იმედი აქვს, რომ რეგულაცია რაიმე ფორმით შეიცვლება და მას აშშ-ში თამაშის შესაძლებლობა ექნება.

შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩმა "უიმბლდონზე" 21-ე დიდი სლემი მოიგო და ახლა ის რაფაელ ნადალს მხოლოდ ერთი დიდი მუზარადის ტურნირით ჩამორჩება. სერბს ვაქცინის არგაკეთების გამო
წლის დასაწყისში 1 დიდი სლემის, ავსტრალიის ღია პირველობის გამოტოვება უკვე მოუწია.

რაც შეეხება US OPEN-ს, ის 29 აგვისტოს დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ამანაც ხო არ გააჭირა საქმე, არ ავიცრი, არ ავიცრი!! ქვედა უბნელმა სერჟიკამ თუ აიცრა, შენ რითი ხარ ნეტა მაგაზე მეტი ტო! ბოლობოლო არც შენზე ნაკლები თასები და თეფშები აქ მაგას სახში. აუ იმენა მაგარ რამეს გეტყვი ნოვიკ, თუ გინდა ვაფშე აქ ჩამოდი და აქ აიცერი, 200 ლარს აიღებ ტო, მაგრა გაგისწორდება
ჟორჟიკა
12 ივლისი 2022 23:37
5
კომიკურია ამისი მდგომარეობა უკვე, არ იკეთებს და ნუ იკეთებს იჯდეს სახლში, ყველას თვისი არჩევანი აქვს და მოუწევს თავის პრინციპებს რაღაც შესწიროს, მისი აზრით თუ სწორია არც უნდა იდარდოს რასაც წირავს
Dima
12 ივლისი 2022 18:49
8
Netai shen principebze da kacis sitkvis fasze rame gsmenodes
Archili
13 ივლისი 2022 01:08
1
მოიგებს ის ##ოჭი ფხანია ნადალი და მაგის დელუზიური ფანები დაიწყებენ გოუთია გოუთიო
s
12 ივლისი 2022 17:42
3
მაგრი კაცია ჯოკოვიჩი ! არ ემორჩილება სოროსის გეიტსის და ილონ მასკის ბანდიტებს !
zura222
12 ივლისი 2022 17:36
5

სიახლეები პოპულარული