"თვითდაზიანებისკენ მქონდა მიდრეკილება, ნარკოტიკს მოვიხმარდი..." - უიმბლდონის ვიცე-ჩემპიონის აღიარება

AutoSharing Option
ავსტრალიის სახელით მოასპარეზე ბერძენი ჩოგბურთელი ნიკ კირიოსი მუდამ ყურადღების ცენტრშია. "უიმბლდონის" ვიცე-ჩემპიონი ხშირად კამათობს მოთამაშეებთან, მსაჯებთან და საკუთარ მწვრთნელთანაც კი.

ჩოგბურთელის ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით ავსტრალიელის დედა ვრცლად საუბრობს:

"ნიკს რთული პერიოდის გადალახვა მოუწია. ვცდილობ, კრიტიკისგან დავიცვა, თუმცა ეს შეუძლებელია. შევამჩნიე, რომ თვითდაზიანებისკენ ჰქონდა მიდრეკილება. ამის შესახებ ვესაუბრე, მაგრამ მითხრა, რომ ყველაფერი კარგადაა და ამაზე ლაპარაკი არ სურს. სამწუხაროდ, მის თამაშებზე დასწრებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ ვახერხებ. როდესაც მის მატჩებს ვუყურებ, ორმაგად ვნერვიულობ".

რამდენიმე წლის წინ ენდი მარი და ნიკ კირიოსი
ერთად ვარჯიშობდნენ, როდესაც ბრიტანელმა კირიოსის სხეულზე თვითდაზიანების ნიშნები შეამჩნია და მაშინვე მის მენეჯერს, ჯონ მორისს აცნობა.

მსოფლიოს 45-ე ჩოგანმა მენტალური პრობლემების შესახებ განცხადება რამდენიმე თვის წინ თავად გააკეთა.

"პრობლემა ნამდვილად სერიოზული იყო, მქონდა მიდრეკილება თვითდაზიანებისკენ. გავწყვიტე ყველა იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომლებიც ჩემზე ზრუნავდნენ. უბრალოდ ჩავიკეტე, ვცდილობდი პრობლემებს თავად გავმკლავებოდი. ბევრს ვსვამდი, ნარკოტიკს მოვიხმარდი, ყველანაირ ზღვარს გადავდიოდი. ახლა სადილზე მხოლოდ 1 ჭიქა ღვინის მირთმევა შემიძლია. ოჯახთან ურთიერთობა აღვადგინე და გადავწყვიტე, ჯანსაღ ფორმაზე მეზრუნა, სწორი კვება, ძილი და მეტი ვარჯიში. წარსულში მარტივად ვნებდებოდი და საკუთარი თავი მძულდა. ვფიქრობ, რაც არ გკლავს, გაძლიერებს".

27 წლის ჩოგბურთელი კარგ ფორმაში იმყოფება და ტიტულებისთვის ბრძოლას აგრძელებს.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ჩოგბურთელები რა გაუწონასწორებული ხალხია,ყველას მასეთი ფსიქოლოგია რატომ აქვთ?!
ირაკლი
17:05 13-07-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული