"გა­მო­უ­ტა­ნია მა­ცივ­რის წყა­ლი და ჩემ­თვის და­უს­ხამს, იყო თმით თრე­ვა, საჭ­მლის შეყ­რა სა­ხე­ში..." - ნეკა დოროყაშვილი

AutoSharing Option
ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, კონ­ფლიქ­ტის მერე სა­წოლ­ზე წა­მოვ­წო­ლილ­ვარ, ნი­კო­ლოზს გა­მო­უ­ტა­ნია მა­ცივ­რის წყა­ლი და ჩემ­თვის და­უს­ხამს, იყო თმით თრე­ვა, საჭ­მლის შეყ­რა სა­ხე­ში. გარ­კვე­ულ წარ­მა­ტე­ბას რო­დე­საც მი­აღ­წია, ერთ დღეს გა­მო­მი­ცხა­და, რომ მეფე ვარო და მე უნდა მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, რო­გორც მისი ქვე­შევ­რდო­მი,- ამის შე­სა­ხებ ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ, ნეკა დო­რო­ყაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც მას­სა და ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს შო­რის მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლი დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის კი­თხვებს პა­სუ­ხობს. რო­გორც ის გან­მარ­ტავს, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მხრი­დან შე­უ­რა­ცხყო­ფას ად­გი­ლი მის მი­მართ ქორ­წი­ლის დღე­საც
ჰქონ­და.

"ჩვენ 2011 წელს გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი, წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტეთ ქორ­წი­ნე­ბა, ჩემ­თვის ამა­ზე სა­უ­ბა­რი ემო­ცი­უ­რია, მაგ­რამ ვეც­დე­ბი ყვე­ლა ფაქ­ტი აღვწე­რო. გა­ვი­ა­რეთ რთუ­ლი პე­რი­ო­დი და რვაწ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის ერთ დღე­ში მო­ყო­ლა რთუ­ლია, მაგ­რამ ძა­ლი­ან მა­ლე­ვე აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ მა­ნამ­დე თურ­მე სა­ერ­თოდ სხვა ადა­მი­ანს ვხვდე­ბო­დი და და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ნი­კო­ლო­ზი ახ­ლი­დან გა­ვი­ცა­ნი. რაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, ქორ­წი­ლის დღეს ქალი ბედ­ნი­ე­რი უნდა იყო, მე ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან უბე­დუ­რი. ქორ­წი­ლის სა­ღა­მოს ნი­კო­ლო­ზის დედა რა­ღა­ცა­ზე გაბ­რაზ­და, და­ე­ლა­პა­რა­კა ნი­კო­ლოზს. ნი­კო­ლო­ზი დაჯ­და ჩემს მა­გი­დას­თან და მა­გი­დის ქვე­ში­დან ხელ­ზე მიჩ­ქმი­ტა. მეტ­კი­ნა ძა­ლი­ან, ვკი­თხე რა ხდე­ბო­და და არ მი­პა­სუ­ხა. ამის შემ­დეგ, მახ­სოვს დე­და­მი­სი ადგა და ჩვე­ნი ქორ­წი­ლი და­ტო­ვა. ეს იმ მო­მენ­ტში ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბად არ აღ­მიქ­ვამს, მაგ­რამ ეს იყო ჩემ­თვის ხე­ლით პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა და ემო­ცი­უ­რად რთუ­ლი. მა­ნამ­დე ასე არ იყო. არ ვიცი, მა­ნამ­დე თა­ნა­ცხოვ­რე­ბა არ გვქო­ნია, ერთი ან ორი სა­ა­თით თუ პარკში გა­ვი­სე­ირ­ნებ­დით.

2015 წელს ბავ­შვი შეგ­ვე­ძი­ნა, მახ­სოვს, რომ ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ძი­რი­თად დროს მარ­ტო ვა­ტა­რებ­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯან­მრთე­ლი ორ­სუ­ლო­ბა მქონ­და, ნი­კო­ლო­ზი თვლი­და, რომ სახ­ლში უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მე მას ვე­მორ­ჩი­ლე­ბო­დი. მშო­ბი­ა­რო­ბის დღეს მარ­ტო ვი­ყა­ვი, მე­ო­რე დღეს ჩა­მო­ვი­და ნი­კო­ლო­ზი",- გა­ნა­ცხა­და ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ფსიქ­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბას, რო­გორც ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი და მისი დედა ამ­ბობ­დნენ და აჯე­რებ­დნენ, რომ ის იყო შე­უ­რა­ცხა­დი. დო­რო­ყაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ეს ხდე­ბო­და მისი ორ­სუ­ლო­ბის დროს.

"რო­დე­საც ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი, სხვა­დას­ხვა ცხო­ვე­ლე­ბის სა­ხელს მე­ძახ­და - ვირ­თხას, გველს, რწყილს. ამ სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებ­და ჩემს ოჯა­ხის წევ­რებს", - აცხა­დებს დო­რო­ყაშ­ვი­ლი. რო­გორც მან გან­მარ­ტა, მე­უღ­ლეს 2020 წელს გა­ე­ყა­რა, თუმ­ცა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას მა­ინც გრძელ­დე­ბო­და ბა­სი­ლი­აშ­ვი­ლის მხრი­დან.

"მახ­სოვს მი­თხრა, რომ რე­პუ­ტა­ცი­უ­ლად არ აწყობ­და ჩვე­ნი და­შო­რე­ბა. ასე­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თუ ვინ­მე ფო­ტოს "და­მი­ლა­ი­ქებ­და", მი­რე­კავ­და. მა­კონ­ტრო­ლებ­და, მირ­ჩევ­და მე­გობ­რებს, თუ რა ფო­ტო­ე­ბი და­მე­დო და ა.შ. თვლი­და, რომ არ უნდა მე­მუ­შა­ვა და სწავ­ლა არ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ჩემი აზ­რით, ვერ იტან­და, როცა მე ვი­ყა­ვი კარ­გად და ალ­ბათ, ამ ყვე­ლა­ფერს ამი­ტომ აკე­თებ­და. მე­უბ­ნე­ბო­და, მე და­მე­მორ­ჩი­ლე, მე ვარ მა­მა­კა­ცი და უნდა და­მე­მორ­ჩი­ლოო. ქორ­წი­ნე­ბი­დან 5-6 თვე­ში და­ი­წყო ჩემი დამ­ცი­რე­ბა, რა­საც ნელ-ნელა მოჰ­ყვე­ბო­და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა. ძა­ლი­ან მრცხვე­ნია, რომ ამას ვყვე­ბი".


მკითხველის კომენტარები / 15 /
ე.წ.უფლეფადამცველის ტექსტებს ყვება დაზეპირებულს,როგორც დაარიგეს.ერთ ჩანაწერს როგორ არ გააკეთებდა მართლა რამე რომ ყოფილიყო.ნიკა არ კადრულობს თქვას სინამდვილეში ვინც არის ეს გამომძალველი ქაჯი და ამის გაჩერება ხო არ იქნა. ბავშვზე მაინც იფიქრე ქალო.ვინ არ დაშორებულა და ამას ნიკას განადგურება უნდა და ვერ ხვდება რომ თავს ინადგურებს ბოლომდე და ბავშვს აზიანებს ყველაზე მეტად.
გია
11:19 17-08-2022
2
31-ეე საუკუნის ქალები, არიან გიჟი გადარეულები! ასეთი ქალები სულ მუშტი-კრივზე გადადიან, როგორც იტყვიან " ბრძოლა წესების გარეშე". ჯერ მაგათ დასვირინგებულ გარეგნობას შეხედეთ, მთლად უარესი კი, არც სრცხვენიათ ისე იგინებიან და თანაც თავები მოაქვთ "ძველ ბიჭებად". ხოდა ასეთ ქალებს, იმიტომაც ხვდებათ მაგრად კაცებისგან! ყველაფერში კაცები ნამდვილად არ არიან დამნაშავეები! დარწმუნებული ვარ ეს დოროყაევაც, მაგათი კლასტერიდან არის!
ასეა!!!!!!!!!
10:29 17-08-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული