მან ვიდეო ჩანაწერი წარმოადგინა და თქვა, რომ ჩოგბურთელის მხრიდან მუდმივად ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო.
ამ ჩვენებასთან დაკავშირებით "პრაიმტაიმმა" ნიკოლოზის ადვოკატი ირმა ჭკადუა ჩაწერა, რომელმაც თქვა:
"ამ ბრალდებებზე ნიკოლოზს რა რეაქცია უნდა ჰქონდეს, სრულიად უსაფუძვლოა. მას მეუღლეზე არასდროს უძალადია. დაველოდოთ პროცესების დასრულებას და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.
ნიკოლოზს რომ მასე არ უძალადია, ეს ყველაზე კარგად იცის თვითონ ნეკა დოროყაშვილმა. უბრალოდ, ნეკა ვერ ეგუება განშორებას,
ნიკოლოზი სოციალურ ქსელში გამოხმაურებებზე ძალიან წუხს, რომ ნეკას მისამართით ბულინგი მიმდინარეობს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი არ მომხდარიყო, ძალიან ნერვიულობს მის მცირეწლოვან შვილზე, არასრულწლოვან ბავშვზე.
ნიკოლოზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი შვილის ცხოვრება იყოს მშვიდი და ამ ნეგატივისგან როგორღაც დაიცვას, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მან ვერ შეძლო, რადგან მეორე მხარეს ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვის ინტერესები იქნას დაზიანებული.
დარწმუნებულები ვართ, ის ადამიანები, რომლებიც ნიკოლოზის გულშემატკივრები არიან ან გაფართოებული თვალებით უყურებენ ამ პროცესს, ბუნებრივია, ელოდებიან მის პასუხებსაც, მაგრამ ნიკოლოზს ძალიან ბევრი აქვს სათქმელი, მაგრამ არ საუბრობს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ აქ დგას მისი შვილის საუკეთესო ინტერესი. აქედან გამომდინარე, ყველას სთხოვს ნიკოლოზი, რომ თავი შეიკავონ ნეკა დოროყაშვილის გალანძღვისგან და აბუჩად აგდებისგან, რადგან ის მისი შვილი დედაა.
ძალიან სამწუხაროა, რომ ნეკას მხრიდან არ ხდება მისი შვილის ინტერესის დაცვა. ვინ არ დაშორებულა, ოჯახები ინგრევა, მაგრამ შვილების გამო მხარეები კონსტრუქციულ ურთიერთობას ინარჩუნებენ. მოცემულ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ნეკა დოროყაშვილი საუბრობს ყველაფერზე და ეს ყველაფერი არის ერთი დიდი ტყუილი, რომელიც ემსახურება შურისძიებას და მეტს არაფერს. ამ დროს ნიკოლოზ ბასილაშვილი დუმს. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - რატომ? იმიტომ, რომ ნიკოლოზს სურს ამ ნეგატივისგან მისი შვილი დაიცვას", - ამბობს ჭკადუა.