23-გზის დიდი სლემის ჩემპიონმა სერენა უილიამსმა როჯერ ფედერერის წასვლაზე კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, სულ რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, რომ ლეგენდარულმა ამერიკელმა საჩოგბურთო მოგზაურობას წერტილი დაუსვა.
"მინდა, რომ დიდებული სიტყვები ვიპოვო, ისეთი, როგორიც შენ ხარ. შენი დამშვიდობება ისეთივე სრულყოფილია, როგორიც შენი კარიერა.
შენით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი, სულ გაკვირდებოდი. ჩვენი გზები ყოველთვის საერთო იყო. შენ ეს სპორტი მილიონობით ადამიანს შთააგონე, მათ შორის, მეც. ამას არასდროს დაგივიწყებთ.
აპლოდისმენტებს გიძღვნი და მოუთმენლად ველი შენს საქმიანობას მომავალში. მოგესალმები კარიერადამთავრებული სპორტსმენების კლუბში. მადლობა, რომ შენ ხარ"
- განაცხადა სერენამ.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით