2009 წლის ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონმა, ხუან მარტინ დელ პოტრომ 20 გზის დიდი სლემის ჩემპიონის, როჯერ ფედერერის კარიერის დასრულების შესახებ კომენტარი გააკეთა:
"შენ ეს სპორტი უნიკალური გახადე. მადლობა, რომ იყავი მაგალითი კორტსა და მის მიღმა. ბედნიერი ვარ, რომ შენი მოგზაურობის ნაწილი ვიყავი, რომ მქონდა შესაძლებლობა ჩამეტარებინა ამდენი მატჩი შენს წინააღმდეგ.
მადლობა... მადლობა, რომ სხვადასხვა ტურნირზე შენი მონაწილეობით ჩვენი სტანდარტები აამაღლე, მადლობა, რაც ამ სპორტს მიეცი. ვწუხვარ, რადგან ასეთი ამბავის გაგება მიწევს. გისურვებ მირკასთან და ბავშვებთან ერთად არაჩვეულებრივ ცხოვრებას" - განაცხადა
დელ პოტრომ.
შეგახსენებთ, შვეიცარიელმა ლეგენდამ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით