"მადლობა, რომ იყავი მაგალითი კორტსა და მის მიღმა" - დელ პოტრო ფედერერს დაემშვიდობა

AutoSharing Option
2009 წლის ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონმა, ხუან მარტინ დელ პოტრომ 20 გზის დიდი სლემის ჩემპიონის, როჯერ ფედერერის კარიერის დასრულების შესახებ კომენტარი გააკეთა:

"შენ ეს სპორტი უნიკალური გახადე. მადლობა, რომ იყავი მაგალითი კორტსა და მის მიღმა. ბედნიერი ვარ, რომ შენი მოგზაურობის ნაწილი ვიყავი, რომ მქონდა შესაძლებლობა ჩამეტარებინა ამდენი მატჩი შენს წინააღმდეგ.

მადლობა... მადლობა, რომ სხვადასხვა ტურნირზე შენი მონაწილეობით ჩვენი სტანდარტები აამაღლე, მადლობა, რაც ამ სპორტს მიეცი. ვწუხვარ, რადგან ასეთი ამბავის გაგება მიწევს. გისურვებ მირკასთან და ბავშვებთან ერთად არაჩვეულებრივ ცხოვრებას" - განაცხადა
დელ პოტრომ.

შეგახსენებთ, შვეიცარიელმა ლეგენდამ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
გულწრფელი მადლობა ფედერერს სასწაული პერიოდისთვის, რომელიც მან გვაჩუქა საჩოგბურთო სამყაროს, ამ ეტაპზე ჩვენი (ქართველების) "ფედერერი" ბასილაშვილია ყველას გთხოვთ დავაფასოთ, წარმატებები ვუსურვოთ და თუ თვითონ ვერ მიაღწია ფედერერის დონეს სხვა "ფედერერები" გაიზრდებიან საქართველოში!!! მთავარია დაფასება და მადლიერება!!!
ბათუმი
17:40 17-09-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული