"მე ნამ­დვი­ლად ვერ შე­ვარ­ჩევ­დი ვი­ღა­ცის მეჯ­ვა­რეს" - ნეკა დოროყაშვილი

AutoSharing Option
"ქორ­წი­ლამ­დე დეპ­რე­სი­ის გა­რე­შე ვცხოვ­რობ­დი და არას­დროს შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვარ დეპ­რე­სი­ულ მო­მენტს", - ამის შე­სა­ხებ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ, და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ნეკა დო­რო­ყაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­ცხა­დე­ბით, და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე ის და ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბოდ­ნენ. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის თქმით, ისი­ნი ძი­რი­თა­დად, კა­ფე­ებ­ში ნა­ხუ­ლობ­დნენ ერ­თმა­ნეთს, ამას გარ­და, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი უმე­ტე­სად ტურ­ნი­რებ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რის გა­მოც, მათ ერ­თმა­ნე­თის უფრო კარ­გად გაც­ნო­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხეს.

ჩოგ­ბურ­თე­ლის ად­ვო­კა­ტის, თე­ო­ნა გვა­ზა­ვას კი­თხვა­ზე, ბა­სი­ლაშ­ვილ­სა და დო­რო­ყაშ­ვილს შო­რის პირ­ვე­ლი კონ­ფლიქ­ტი გა­მო­იწ­ვია თუ არა იმ ფაქ­ტმა, რომ ნი­კო­ლო­ზის მეჯ­ვა­რე ერთ-ერთი პირი -
ნარ­სია არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან ის არა­ფო­ტო­გე­ნუ­რი იყო, და­ზა­რა­ლე­ბულ­მა უპა­სუ­ხა, რომ - არა.


"მსგავ­სი რამ არ არ­სე­ბობს, არა­ფო­ტო­გე­ნუ­რია, რას ნიშ­ნავს. წი­ნა­ზეც აღ­ვნიშ­ნე, როცა ქორ­წილ­ში კონ­კრე­ტუ­ლი ში­ნა­არ­სის, კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა დამ­თავ­რდა და დი­ჯეი მო­ვი­და, გაბ­რაზ­და ნი­კო­ლო­ზის დედა, ეს ქორ­წილ­ში მყოფ­მა სტუმ­რებ­მაც ნა­ხეს, ნი­კო­ლო­ზი მა­გი­დას­თან დაჯ­და და მიჩ­ქმი­ტა მხარ­ზე", - გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

ად­ვო­კა­ტის კი­თხვა­ზე, მი­წე­რა თუ არა მან დე­დამ­თილს, ნა­ტა­ლია ნა­ჭყე­ბი­ას, რომ თუკი ნარ­სია იქ­ნე­ბო­და მეჯ­ვა­რე, მას დეპ­რე­სია და­ე­მარ­თე­ბო­და, და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ასე უპა­სუ­ხა: "არ მახ­სოვს ნა­ტა­ლი­ას რა მივ­წე­რე, მე ნამ­დვი­ლად ვერ შე­ვარ­ჩევ­დი ვი­ღა­ცის მეჯ­ვა­რეს".

"ახლა გა­მახ­სენ­და, ნი­კო­ლოზს გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და ერთ-ერთი მეჯ­ვა­რე ჰყო­ლო­და და ის შეც­ვა­ლა, ეს გა­მიკ­ვირ­და. ნარ­სია ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ტა­ლი­ას მე­გობ­რის შვი­ლი იყო, ნი­კამ მი­თხრა, ის ბიჭი აღარ არის ჩემი მეჯ­ვა­რე და ეს არი­სო, უბ­რა­ლოდ გა­მიკ­ვირ­და, თო­რემ ნა­ტა­ლი­ას­თვის რომ მეთ­ქვა, დეპ­რე­სია მექ­ნე­ბაო, მსგავ­სი არ მახ­სენ­დე­ბა",- გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ერთი მხარე დამნაშავე არასდროს არ არის,ორივე მხარეს აქვს დაშავებული და ეს ეტყობათ!!!!!
გიორგი
10:31 28-09-2022
3
ერთ მხარეს საეჭვო ქალია, მეორე მხარეს სპორცმენი, რომელიც თავის გულშემატკივრებს ფეხებზე იკიდებს,უნიათოდ თამაშობს და ქართული ჟინი საერთოდ არ უჩანს!
რას აქიაქებთ მაგათ კუნკლაობას, დაანებეთ თავი!
თენგო
08:01 28-09-2022
10

სიახლეები პოპულარული