რა თქვა ჟურნალისტებთან ნიკოლოზ ბასილაშვილმა - ჩოგბურთელი მორიგ სასამართლო სხდომას ესწრება

AutoSharing Option
ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ თვლის. რო­გორც მან გან­მარ­ტა, მას­სა და ნეკა დო­რო­ყაშ­ვილს შო­რის და­წყე­ბულ სა­სა­მარ­თლო და­ვა­ზე დე­ტა­ლუ­რად მას შემ­დეგ ისა­უბ­რებს, რაც სა­სა­მარ­თლო სხდო­მე­ბი დას­რულ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე გა­ნუ­ცხა­და.

“თავს დამ­ნა­შა­ვედ, რა თქმა უნდა, არ ვთვლი. პრო­ცე­სე­ბის შემ­დეგ გა­ვა­კე­თებ კო­მენ­ტარს. რა გან­ცხა­დე­ბა­საც გა­ვა­კე­თებ, ამას შემ­დეგ გა­ი­გებთ. რო­გორც გი­თხა­რით, პრო­ცე­სე­ბი რომ დამ­თავ­რდე­ბა, შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებ კო­მენ­ტარს”, - აცხა­დებს ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი.

ამ
წუ­თებ­ში თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. სხდო­მა­ზე მოწ­მის სა­ხით იკი­თხე­ბა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის დედა ნა­ტა­ლია ნა­ჭყე­ბია.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლო­ვ­ნის თან­დას­წრე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის 4 და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ერთ ეპი­ზოდ­ზე ედე­ბა ბრა­ლი.

წყარო: Ambebi

altბასილაშვილის უდიდესი ვარდნა - ნიკა თითქმის ასეულს მიღმაა



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული