"ძალიან ბედნიერი ვარ, მიხარია, რომ 2 წლის შემდეგ შვილს ვნახავ" - ბასილაშვილის პირველი კომენტარი გამართლების შემდეგ

AutoSharing Option
სასამართლოს დასრულებისა და გამამრთლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა:

"ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემ შვილთან არ მქონია ურთიერთობა ბოლო ორი წელია, ამ პროცესების გამო, ამიტომ მინდა დავიწყო ამ ურთიერთობების თავიდან აღდგენა. გაციებული ურთიერთობების გამოსწორება ჩემი ნაბიჯი იქნება ეს.

როგორც თავიდან, საქმის დაწყებიდან აღვნიშნე არ მინდა საჯაროდ ნეგატიური განცხადებების გაკეთება. პირველ რიგში ის ყველა შემთხვევაში არის ლუკასის დედა ამიტომ ჩემთვის ბავშვი არის მთავარი. არ მინდა პირადზე ვისაუბრო, დავლაგდები გადავხარშავ ცოტას და შემდეგ. მე ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას,ჩემთვის ეს ძალიან
მნიშვნელოვანი მომენტი არის, ამიტომ ძალიან გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ დადგა სამართლიანი გადაწყვეტილება.

ვნერვიულობდი, ზოგადად ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე ცხოვრებაში მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩემი ხმა იყო გაშვებული სატელევიზიო სივრცეში ძალიან არასწორად და ამან იმოქმედა ჩემზე. შინაარსი არ ემსახურებოდა სიმართლეს. ამდენი ცრუ ბრალდება ძალიან რთული ასატანი იყო და ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა“, - განაცხადა მიკოლოზ ბასილაშვილმა

altემოცური კადრი - როგორი იყო ბასილაშვილის პირველი რეაქცია სასამართლოზე გამართლების შემდეგ [PHOTO]

alt2 წლიანი პროცესი დასრულდა - სასამართლომ ბასილაშვილი - დოროყაშვილის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა

მკითხველის კომენტარები / 13 /
ცოლქმარის ჩხუბში ბავშვით მანიპულირება ხომ უფრო დიდი ძალადობა და დანაშაულია, რატომ ისჯება ბავშვი უმამობით?! უფროსებმა ბავშვისგან დამოუკიდებლად მოაგვარეთ ურთიერთობაში პრობლემები. ბავშვზე ზრუნვა და სიყვარული ორივე მშობლისთვის უნდა იყოს ნებადართული!
ინნა
18:34 23-10-2022
0
ეს ალქაჯი, მაინც არ მოასვენებს ნიკას, ეხლა უფრო გაამწარებს და გააგიჟებს ნიკას, თანაც შვილით დაუწყებს მანიპულირებას. ამ იდიოტკა ნელიმ ვერ გაიგო, რომ თუ თვითონ დედაა, ნიკა მამაა თანაც საუკეთესო! ამ ნელის არავითარი უფლება არა აქვს შვილს, რომ არ ანახებს მამას და მის წინააღმდეგაც განაწყობს ბავშვს.
Tbiliseli
16:23 22-10-2022
1

სიახლეები პოპულარული