ბასილაშვილი დანილ მედვედევთან დამარცხდა

AutoSharing Option
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 500-ქულიანი ტურნირის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი დანილ მედვედევს დაუპირისპირდა და 2:6 2:6 დამარცხდა.

ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ "ბასილას" ფიზიკური, ტექნიკური თუ ემოციური კონდიციების გათვალისწინებით, მსგავსი კალიბრის მეტოქესთან გამარჯვების დაგეგმვა არარეალური იქნებოდა (ამ მომენტისთვის, თორემ ფორმაში მყოფ ნიკოლოზს ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება შეუძლია).

ბასილაშვილის მოწინააღმდეგე უკანა ხაზზე ბევრად სტაბილურად გამოიყურებოდა და ნაკლებ შეცდომასაც უშვებდა, რამაც საბოლოოდ, მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მატჩის მსვლელობისას ორგანიზატორებმა არასასიამოვნო შეცდომა დაუშვეს, კერძოდ, ჩოგბურთელის გამამხნეველ ტაბლოზე რუსული წიდადადება ქართული ასოებით დაწერეს - "დავაი ნიკოლოზ".

მომდევნო
წრეში მედვედევს დომინიკ ტიმი ელოდება, რომელმაც თავის მხრივ, ტომი პოლი 2:6 7:6 7:6 დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
აშკარად სხვადასხვა კალიბრის ჩოგბურთელები არიან გააქრო ნიკოლოზი კორტიდან დანილმა.
Anjelo
21:25 26-10-2022
3
ისეთ ემოციებშია ფიზიკურად და ემოციურად გადაღლილი რომ სულაც არაა გასაკვირი რომ წააგო ! მედვედევთან კი არა ნებისმიერტან წააგებდა ეხლა ! კიდევ ერთხელ "მადლობა" ამ მთავრობას რომ აყვა ფემინიდკა ავადმყოფების ბოდვას და 2 წლის განმავლობაში ფსიქოლოგიურად უტევდნენ თავისი ქვეყნის საუკეთესო ჩოგბურთელს @@@
zura222
21:21 26-10-2022
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული