ავსტრალიის ღია პირველობის პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში სტეფანოს ციციპასმა (5) კარენ ხაჩანოვი (20) 4 სეტში 7:6 6:4 6:7 6:3 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ბერძენი ჩოგბურთელი კორტზე მშვენივრად გამოიყურებოდა, თუმცა რუსმა მე-3 სეტის მე-10 გეიმში ბრეიკიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც 2 მატჩ-ბოლი მოიგერია და სეტიც თავის სასიკეთოდ დაასრულა. თუმცა მე-4 სეტში სტეფანოსმა მეტოქის მოწოდება მე-2 გეიმშივე მოიგო და ფინალის საგზურიც მოიპოვა.
მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება ნოვაკ ჯოკოვიჩსა (5) და ტომი პოლს (35) შორის დღეს, 27 იანვარს, თბილისის დროით 12:30 საათზე გაიმართება.